U20. ურუგვაი-საქართველო 11:22 - ტურნე გამარჯვებით დავასრულეთ

AutoSharing Option
დღეს, 4 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამხრეთამერიკული ტურნეს ბოლო, მეოთხე მატჩი ურუგვაის თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 22:11 იმარჯვა.

"უმცროსი ბორჯღალოსნებისგან" ლელოთი თავი მიხეილ გორგასლიძემ, ირაკლი ცხადაძემ და დავით მესხმა გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნეში, რომელიც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს, მანამდე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამი მატჩი გამართეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი ორი თამაში არგენტინის თანატოლთა გუნდთან დათმო (17:36, 11:49), მესამედ კი ურუგვაისთან დამარცხდა (19:21).

წინ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 5-25 ივნისს მანჩესტერში გაიმათება. ჩვენი გუნდი განთესვით "ა" ჯგუფში მოხვდა,
სადაც მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას, ირლანდიასა და უელსს დაუპირისპირდება. მანჩესტერში გამგზავრებამდე სამწვრთნელო შტაბი გუნდს გენერალურ შეკრებაზე უხმობს, რომელზეც ნაკრების ოპტიმიზაციაზე იმუშავებს. აქ "უმცროს ბორჯღალოსნებს" უკვე ლეგიონერები და ეროვნულ ნაკრებში მოასპარეზე 20-წლამდელებიც დაემატებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:
7 ივნისი
ახ. ზელანდია - საქართველო

11 ივნისი

უელსი - საქართველო

15 ივნისი
ირლანდია - საქართველო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ გამარჯვებას. მიუღწეველი და დაუმარცხებელი არფერი და არავინა,მთავარია მონდომება და საკუთარი თავის რწმენა.წინ მსოფლიოს პირველობისკენ. აბა თქვენ იცით. თქვენი იმედი გვაქვს მთელ საქართველოს.
vaspa
02:24 05-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული