U18. საქართველო-პორტუგალია 29:10 - ფინალი ისევ ფრანგებთან

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელი თანატოლები 29:10 დაამარცხა და ახლა ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანეს. სამივე მესამეხაზელ არსენ მაჩალაძის ანგარიშზეა. სამივე მგეზავმა გელა აფრასიძემ გარდასახა, რაზეც მეტოქემ ორი გარდაუსახავი ლელოთი გვიპასუხა - 10:21. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ ჩვენი მორაგბეები დაცვაში ბევრად უკეთ ათამაშდნენ. აფრასიძემ ჯერ საჯარიმოთი გაზარდა ჩვენი გუნდის უპირატესობა - 24:10. ტაიმის შუაწელში კი, მანვე ფეხით დიდოსტატურად გადააწოდა მარცხენა ფრთაზე შეცვლაზე შესულ გარემარბ საბა ხურცილავას, რომელმაც პორტუგალიელებს მეოთხე ლელო გაუტანა. აფრასიძემ ვერ გარდასახა - 10:29.

შარშანდელის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის ფინალში კვლავ საფრანგეთისა და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებები - ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ითამაშებენ. მატჩი 26 მარტს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.

U18. ევროპის ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
საქართველო-პორტუგალია 29:10
საქართველო: 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. თორნიკე ჯალაღონია, 12. კონსტანტინე ხამაშურიძე, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე. 1. გურამ გოგიჩაიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯემალ შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.
16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი, 20. ალექსანდრე კალმახელიძე, 21. იოსებ ხეტაშვილი, 22. გიორგი ჯორბენაძე, 23. სანდრო სვანიძე, 24. სანდრო კალმახელიძე, 25. საბა ხურცილავა, 26. რევაზ ხარაზიშვილი

საფრანგეთი-ბელგია 62:3

ფინალი
26 მარტი
საქართველო-საფრანგეთი 21:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი იმედი მაქვს რომ ფრანგებტან შარშანდელზე უკეტ იტამაშებენ, და გირსეულ ბრძოლას გაუმარტავენ
ალეკსანდრე
10:45 23-03-2016
0
10 ნომერი საშინლად თამაშობდა ბოლოს ზედიზედ სამჯერ მაგარი შეცდომა დაუშვა მეტი ყურადღება ჭირდებათ და ნაკლები ჯარიმები. შერკინებაც მოისუსტებდა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული