U18. საფრანგეთი VS საქართველო - "უმცროსი ბორჯღალოსნები" რევანშისთვის

AutoSharing Option
დღეს საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნარკები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საფრანგეთს თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები არიან, ფრანგი 18-წლამდელები კი - ჩემპიონები. შესაბამისად, წელს შარშანდელი ფინალური წყვილი გამეორდა და ქართველ მორაგბეებს რევანშის აღების შესაძლებლობა აქვთ.

შეხვედრა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება. გულშემატკივარს თამაშის ლაივ-სტრიმის ხილვის საშუალება კი ინტერნეტში ამ ბმულზე ექნება.

წელს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ თქვეს. საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მეოთხედფინალში რუმინეთი 49:10, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალია 29:10
დაამარცხა. თავის მხრივ, საფრანგეთმა ესპანეთს 56:14, ხოლო ბელგიას 62:3 სძლია და წინ ფინალიღა დარჩა.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური სიატის ცნობით, წინა მატჩისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. შეიცვალა შუამარბების წყვილი და კოტე ხამაშურიძისა და თორნიკე ჯალაღონიას ნაცვლად, თამაშს ლუკა მარგიანი და სანდრო სვანიძე იწყებენ, ანუ ის წყვილი, რომელმაც მეოთხედფინალში რუმინეთთან ითამაშა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ ამ შემადგენლობით ითამაშებს:

უკანა ხაზი (ბექები): 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. ლუკა მარგიანი, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე;
შერკინება (ფორვარდები): 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯაბა შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.
მარქაფა (რეზერვი): 16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი, 20. ალექსანდრე კალმახელიძე, 21. იოსებ ხეთაშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. კოტე ხამაშურიძე, 24. თორნიკე ჯალაღონია, 25. საბა ხურცილავა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
uyureb pirdapir eters da esaa sircxvili rasac chveni umcrosi ragbistebi aketebe.arcert wonaaraqvs da darbian 140 kiloianebivit,afsoliturad burts vericheren,atidan cxrajer uvardebat.egaraferi boloboli safeangetia da gasagebia.magram aris mtavari:amdeni arasportuli saqcieli raaris?rac 14 nomerma gaaketa egaa zalian cudi.etyoba fsiqologiurad amat aravin amzadebs.arada amasakshi yalibdeba sportulic da arasporguli xasiatic..ragbia chadeakixoara yvelaferze ibginzebian.nuli dges chven bichebs..da tamashis wagebisgamo kiara saqcielis gamo..rac ratqmaunda tamashzec n xarisxshi aisaxeba
0
ბალეტს თამაშობენ და თან ცუდ ბალეტს. როგორ შეიძლება ასეთი სუსტი შერკინება გვყავდეს. ეს ქართული რაგბი არ არის. ლელოში ბურთი ტყუილად კი არ არის 7 კილო. პირველ რიგში რაგბი ბრძოლაა და არა ბურთის ტანტალი და პასაობანას თამაშობა. ასეა ლელოშიც და ეს არის ჩვენი რაგბი. აიღე და დაარტყი რო გადაანგრიო. მერე უნდა პასი და ოფლოუდი. შარშანდელზე ბევრად ცუდი გუნდი გვყავს. ბალერინები.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული