ზელანდიის თავკაცი: საქართველოსთან თამაშში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ელემენტებიც იქნება

AutoSharing Option
7 ივნისს საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს ახალი ზელანდიის გუნდთან გამართავს.

ზელანდიელთა მწვრთნელმა სკოტ რობერტსონმა უძლიერესი სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 5 მორაგბეა სუპერრაგბის ტურნირიდან.

მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ეს ხუთეული პროფესიონალიზმს შემატებს გუნდს, რომლის 9 წევრი იმდენად ახალგაზრდაა, რომ გაისადაც შეუძლია 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში.

"ჩვენი თამაშის დაგეგმვა, როგორც ყოველთვის, ასეთია - 80% ყურადღებას საკუთარ მზადებაზე ვამახვილებთ და 20%-ს ვუთმობთ მეტოქეს, რომელსაც ყოველთვის დიდ პატივს ვცემთ. მეტოქისთვის ეს თამაში კარიერის უმნიშვნელოვანესია. მათ სურთ ზელანდიასთან თამაში და მისი
დამარცხება.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. საქართველოს პირველად ვეთამაშებით. მათ ძალიან უყვართ კონტაქტური თამაში. მათ უყვართ შერკინება.

ისინი ძალიან ჰგვანან თამაშის სტილით არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს. ქართველები დიდები და ძლიერები არიან. ხვალინდელ თამაშში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ელემენტებიც იქნება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული