U20: უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს ჩემპიონატი ზელანდიასთან მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
7 ივნისს, მანჩესტერის გარეუბან სელფორდში საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გამართა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ და 0:55 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ზელანდიელებმა 5 ლელო გაიტანეს, რომელთაგანაც 3 გარდასახეს - 31:0.

მეორე ტაიმში უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" კიდევ 4 ლელო გაუშვეს და მატჩი 0:55 დათმეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეორე შეხვედრას 11 ივნისს გამართავს უელსის ნაკრების წინააღმდეგ. პულში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მეტოქე ირლანდიაა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
თამაშის მერე რომ გამოვიდა მწვრთნელი და რომ დაიწყო ამის გამო და ამის გამო წავაგეთო, ზელანდეილებმა ასე და ასე აკეთესო, კი მარა თამაში წინ უნდ ასცოდნოდა გე და შესაბამის ტაქტიკით ეტამაშებინა უნდი, მაინც წააგებდნენე მაგრამ ასეთი დიდი ანაგარიშით არა
ჰოო
09 ივნისი 2016 11:57
0
გული არ გაიტეხოთ ბიჭებო, მომავალი უკეთესი გვექნება. მჯერა თქვენი მონდომებისა გულში ჩასახუტებელო ლომებო. გაიხარეთ, გამარჯვებებს გისურვებთ.
kaxa
09 ივნისი 2016 11:12
0
თუ რაგბში ვერ ერკვევი საჭირო არაა კომენტარი დაწერო!
leo-s
08 ივნისი 2016 15:39
0
სისწრაფეების აწევა გვინდა, 7 კაცაში ნაჩვენების შედეგი ისახება მერე დიდ რაგბიშიც, მარტო შერკინება არაფერს გვშველის იმიტომ რომ მერე სისწრაფის არქონა გვანიავებინებს ამ უპირატესობას. წაგება გასაგებია, მაგრამ მიღებულ გაკვეთილს ჯერ ვერ ვხედავ, შარშან საფრანგეთთან 57-0, წელს იგივე საფრანგეთთან 42-0, ახლა ზელანდიასთან 55-0, როდამდე ვიმღეროთ ეს "აწმყო თუ არა გწყალობს"? მუდმივი ქება წაგების შემდეგ დათვური სამსახურია ზელანდია კი არა გინდა უცხოპლანეტელები იყვნენ მოწინააღმდეგენი
B-52
08 ივნისი 2016 15:35
0
რა ასაკრძალი, უყურე ვაბშე თამაშს? შენ გინდა მსოფლიოზე პირველად მოასპარეზე საქართველომ 5 გზის მსოფლიო და მოქმედ ჩემპიონს მოუგოს? ეს რაგბია ძმაო და კიდევ მინიმუმ 10 წელი მაინც არის საჭირო საქართველო მოწინავე ქვეყნების გვერდით რომ დადგეს, ისიც თუ განვითარება არ შეფერხდება
leo-s
08 ივნისი 2016 14:49
0
რაგბიც ასაკრძალია საქართველოში, უნდა ვთქვათ რო არ ვართ ჩვენ სორტისთვის გაჩენილები.
leo
08 ივნისი 2016 13:16
0
მარტალი ხარ ნიკოლოზ ბევრი სჰეცდომები ქონდა პსაჯს. მარა მანდ ავტორიტეტიც ბევრს ნისჰნავს და მიტო უდგებოდა ასჰკარად ზელანდიას
levani
08 ივნისი 2016 12:44
0
მსაჯის დამსახურებაცაა,ბევრჯერ უსამართლოდ ჩაგვიშალა შეტევა,ზელანდიელებს ყველაფერი აპატია,ჩვენ არაფერი, ამხელა სხვაობით არ იმსახურებდნენ წაგებას
ნიკოლოზ
08 ივნისი 2016 12:31
0
არაუშავს ბიჭებო გენაცვალეტ მაგრები ხარტ ზატო ბევრ კომპონენტსჰი აჯობეტ ჯიგრულად. ცოტა დრო გინდატ და სხვა სჰედეგს აცჰვენებტ უკვე
levani
08 ივნისი 2016 10:26
0

სიახლეები პოპულარული