U20: უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს ჩემპიონატი ზელანდიასთან მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
7 ივნისს, მანჩესტერის გარეუბან სელფორდში საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გამართა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ და 0:55 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ზელანდიელებმა 5 ლელო გაიტანეს, რომელთაგანაც 3 გარდასახეს - 31:0.

მეორე ტაიმში უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" კიდევ 4 ლელო გაუშვეს და მატჩი 0:55 დათმეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეორე შეხვედრას 11 ივნისს გამართავს უელსის ნაკრების წინააღმდეგ. პულში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მეტოქე ირლანდიაა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ასაკრძალი, უყურე ვაბშე თამაშს? შენ გინდა მსოფლიოზე პირველად მოასპარეზე საქართველომ 5 გზის მსოფლიო და მოქმედ ჩემპიონს მოუგოს? ეს რაგბია ძმაო და კიდევ მინიმუმ 10 წელი მაინც არის საჭირო საქართველო მოწინავე ქვეყნების გვერდით რომ დადგეს, ისიც თუ განვითარება არ შეფერხდება
leo-s
14:49 08-06-2016
0
სისწრაფეების აწევა გვინდა, 7 კაცაში ნაჩვენების შედეგი ისახება მერე დიდ რაგბიშიც, მარტო შერკინება არაფერს გვშველის იმიტომ რომ მერე სისწრაფის არქონა გვანიავებინებს ამ უპირატესობას. წაგება გასაგებია, მაგრამ მიღებულ გაკვეთილს ჯერ ვერ ვხედავ, შარშან საფრანგეთთან 57-0, წელს იგივე საფრანგეთთან 42-0, ახლა ზელანდიასთან 55-0, როდამდე ვიმღეროთ ეს "აწმყო თუ არა გწყალობს"? მუდმივი ქება წაგების შემდეგ დათვური სამსახურია ზელანდია კი არა გინდა უცხოპლანეტელები იყვნენ მოწინააღმდეგენი
B-52
15:35 08-06-2016
0

სიახლეები პოპულარული