World Rugby-მ ბექა გორგაძე მამუკა გორგოძეს შეადარა და სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისურ მანჩესტერში ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში დაძაბულ ბრძოლაში წააგო უელსის ნაკრებთან - 9:10.

- U20. საქართველო-უელსი 9:10 - ვითამაშეთ ხასიათით და გულით [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ World Rugby-მ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბექა გორგაძე, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და ჩვენი ეროვნული ნაკრების ლიდერს, მამუკა გორგოძეს შეადარა.

"ქართველი გმირის კვალდაკვალ" - წერს World Rugby.

მეორე ტურის სიმბოლური ნაკრების შერკინება ასე გამოიყურება:

1. ენდრიუ პორტერი (ირლანდია), 2. ადამ მაკბურნი (ირლანდია), 3. მარკო რიკიონი (იტალია), 4. ფრანკო მოლინა
(არგენტინა), 5. ჯეიმზ რაიანი (ირლანდია), 6. ფაულუა მაკისი, 7. ვილ ევანსი, 8. ბექა გორგაძე (საქართველო)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრას 15 ივნისს, მანჩესტერში, ირლანდიის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ურაურა ხალხი ნუ წერთ საერთოდ. რა მხოლოდ თბილისიდანაა მე ვარ ქუთაისელი და საკმაო ნაწილი აიადან არის სხვადასხვა ნაკრებებში. კახეთში რომელი ნორმალური სარაგბო გუნდია რომ წამოვიყვანოთ მაქედან?თბილისის ლელო 3 ჯერ ზედიზედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ლაშა ხმალაძე ლაშა ლომიძე მამუკა გორგოძე ლელოდან არიან და რომელი მოთამაეებით ჩავანაცვლოთ? ფეხბურთში არ აგერიოთ ზოგიერთებს რაგბი მხოლოდ თბილისიდან და ნაცნობობით რომ არჩევენ.
giorgi
16:29 15-06-2016
0
მწვრთნელები ვერ მწვრთნელობენ.ამგვარი სიჩქარეებით,ელიტაში ვერ ავაღწევთ,ჯანით და სიმამაცით არავისზე ნაკლებნი არ არიან ბიჭები,ბევრ გუნდს ვჯობივართ კიდეც თავდადებით.და ყველაზე უმთავრესი,თითქმის ყველა სფორტული სახეობის ეროვნულ ნაკრებებში,ცოტანი თამაშობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან-სრულიად საქართველოდან,თითქმის ყველა , დედაქალაქიდან არიან აყვანილ-აკრეფილნი ,მართლაც ძლიერნი თ თუ ნაცნობობით შეტენილნი,ეროვნულიად წინსვლის უდავოდ საზიანოდ, რეალობაში კი ბევრად სუსტნი, ბევრ მათზე ღირსეულზე.არანაკლებ ნიჭიერი, გულიანი ქართველი ბიჭები გვყვავს ქართულ სხვა და სხვა კუთხეში,კახეთში,იმერეთში,ქართლსა თუ რაჭაში...უნდა საწრაფოდ ვანვითაროდ და არა მარტო რაგბი თუ ჭიდაობები...!!! ოზურგეთსა,ბათუმსა თუ მესტიაში....მარტო მასვი -მაჭამე და რაგბის სადიდებელი სადღეგრძელოები ფედერაციის მესვეურთა მხრიდან თანამდებობებზე მოკალათების შემდგომ,მაღლა ვერ აგვიყვანს რაგბიშიც და და ყველაფერშიც, კვალიფიციური გარჯაა საჭირო დღე ღამის განმავლობაში და კონკრეტულად რაგბიში კი, ახალზელანდიელი ქოაჩი გვესაჭიროება,უკვე "გუშინ",მეტს აღარ დავამესიჯებს.ქართველებს არ გვესმის ურთიერთის სანამ დროა,სანამ სიტყვა ფასობს სამომავლოდ სამოქმედოდ.საქმის ვერ მცოდნენი!!!ყურწაყრუებით სხვისა თქმულზე, გავიძახით,მე ვარ და ჩემი ნაბადიო! და ყველაზე სავალალო კი არის ვერ გათვითცნობიერება ეროვნულად უკანსვლის ან ადგილზე ტკეფნის მიზეზებისა:როდესაც კისერს წავიტეხთ ,ჩვენივე დაშვებული შეცდომებისა გამო, ცხვირებიდან ძმრის დენით,მაშინაც კი ვერ ვასწორებთ შეცდომებს,ნებისმიერ,ყველა სფეროში!,მრუდედ გადადგმული ნაბიჯით,ჩაფლავებულის გამოსასწორებლად ,დაფიქრებით,დ რ ო უ ლ ა დ,და არა ჩხუბის შემდგომ კვლავ უაზროდ,ფოსტფაქტუმ,ჰაერში უსუსურად მუშტების არამაქნისად ქნევით.
M.Z. GB.
11:31 15-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული