U20. საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა და მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
20 ივნისს მანჩესტერში საქართველოს ნაკრებმა 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა იტალიელ თანატოლებთან და 18:17 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი იტალიელებმა 7:5 მოიგეს.

შესვენების შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ორი ლელო გაიტანეს, რასაც იტალიელებმა ერთი საჯარიმოთი უპასუხეს - 15:10.

ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა, მატჩში პირველად, შეძლეს საჯარიმოს გატანა - 18:10.

უკანასკნელ წუთზე იტალიელებმა შეძლეს ლელოს დადება და გარდასახვა, გამარჯვება კი "უმცროს ბორჯღალოსნებს" დარჩათ, რომლებისთვისაც ეს პირველი მოგებაა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-9 ადგილის პლეი ოფის ნახევარფინალური დაპირისპირება იყო. მეორე ნახევარფინალურ წყვილში
საფრანგეთი და იაპონია ხვდებიან, მათში გამარჯვებულს საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის მატჩში შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
შენ ნორმალური თუ ხარ რეებს წერთ ვინ ოცნება რა ოცნება ან რა კალაძე რეგბს რა ჭირდა კალაძის ასაგორძინებელი ან ვინმესი...მართლა საცოდავო საქართველო მეცოდები მართლა
goga
13:58 21-06-2016
0
რას ეწევი ან სვამ ასეთი ჰალუცინაციები, რომ გაქვს?
რა ოცნება, რა კალაძე. 25 წელია რაგბი დამოუკიდებლად რაც ვითარდება და განუწყვეტლივ ძლიერდება
მათე
10:37 21-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული