ილია მაისურაძე: მეტოქის შეცდომები გამოვიყენეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ rugby.ge-სთან შოტლანდიელებთან მატჩზე და გუნდის ტურნეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ბრიტანული ტურნე ორი მოგებით დაასრულეს.

- "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდია ედინბურგში დაამარცხეს

"სასიამოვნოა, ბრიტანული ტურნე ასე კარგად რომ დავასრულეთ. დღევანდელი თამაშის დებიუტი მძიმე გამოდგა, თუმცა დაცვაში აგრესიულად და სტაბილურად თამაშის ხარჯზე უპირატესობა მოვიპოვეთ, მეტოქის შეცდომები გამოვიყენეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

შეცდომები ჩვენც გვქონდა. ამ ტურნეს მიზანი სწორედ ის იყო, რომ სუსტი წერტილები აღმოგვეჩინა და მსოფლიოს ჩემპიონატამდე მათ გამოსწორებაზე გვეზრუნა. მეორე ტაიმში სინბინით ორჯერ დავისაჯეთ და
ამან დაგვასუსტა, მეტოქემ სამი ლელოს დადება მოახერხა, თუმცა ბოლოს დავლაგდით და თამაში ღირსეულად დავასრულეთ.

ტურნემ დაგვანახა, რომ გუნდში 9 და 10 ნომრების პრობლემა არ გვაქვს. ამ ბიჭებს თამაშის გაძღოლა შესანიშნავად შეუძლიათ", - თქვა მაისურაძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თხოვნა ბიჭებს, მაქსიმალურად ეცადეთ სინბინების გარეშე თამაში. გეხუტუნეთ სასახელო ვაჟკაცებოო, წარმატებებიი.
kaxa
21:11 24-11-2016
0
სინბინები ალბათ დაღლილობის ბრალი იყო?იქნებ ფრაგმენტები მაინც დაგედოთ.ბიჭებს კი გამარჯვებას ვულოცავ,ასე გააგრძელეთ.
სოსო
17:29 24-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული