გარდამავალ ჩემპიონატში სოხუმელებმა ზედა ლიგის საგზური ვერ მოიპოვეს. არადა, სწორედ წინსვლას უკავშირებდა წულაია ახალი სტადიონის აშენებას, რომლისთვისაც თბილისის მერიისგან ტერიტორიის გადაცემას ელოდა.
"ცხუმის" სამომავლო გეგმებით დავინტერესდით და კლუბის პრეზიდენტმაც საინტერესო სიახლეები გაგვიმხილა.
"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს კლუბის მომავალსა და სხვა საკითხებზე ველაპა
მაგრამ კლუბი რომ განვითარდეს, საკუთარი ინფრასტრუქტურა ესაჭიროება. შარშან, სტადიონისთვის ტერიტორიის გამოყოფას ვითხოვდით და ინფრასტრუქტრურის მოწყობაზე პასუხისმგებლობას ვიღებდი. ვარკეთილსა და თემქაზე ორი პროექტიც დავამუშავეთ.
ამ კუთხით, თბილისის მერიამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. ტერიტორიის საკითხი გადაწყვეტილია და სახელმწიფოს მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის", - ამბობს წულაია.
სოხუმელთა მეპატრონე არ მალავს, რომ ამ თემაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია:
"ახლა ჩემი გადასაწყვეტია, მშენებლობა როდის დაიწყება. მქონდა სამშენებლო კომპანია და სხვა თუ სტადიონს მილიონად ააშენებს, მე ამას გაცილებით იაფად მოვახერხებ. მაგრამ, ამ ეტაპზე, პასიური ინვესტორი ვარ.
ადრე, კლუბში ძალიან დიდ თანხებს ვხარჯავდი და მოტივაციაც მქონდა, ახლა კი ბევრს ვფიქრობ, არის კი ეს ყოველივე საჭირო. ჯერ, მორალურად მზად არ ვარ, რადგან გუნდს სამჯერ ჰქონდა პირველ ლიგაში დაწინაურების შანსი, მაგრამ მსაჯების თუ სხვა გაუგებარი წინააღმდეგობების გამო, ეს ვერ მოვახერხეთ.
იმასაც ვფიქრობ, იქნებ, პრობლემა ჩემშია. ამიტომ, გადაფასებას ვცდილობ, რამდენად შემრჩა ამ საქმის კეთების სურვილი. ამას გარდა, სტადიონის მშენებლობას მაშინ დავიწყებ, როცა ქართულ ფეხბურთში ოპტიმიზმის ნიშნებს დავინახავ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"