საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის საპრიზო ფონდი 100 000 ლარია!

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარია. ეს თანხა საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა პარტნიორმა "ტოიოტა კავკასიამ" გაიღო და ფინალსაც შესაბამისად ეწოდა - "დიდი 10-ის ტოიოტას ფინალი".

შეგახსენებთ, რომ დიდი 10-ის ფინალური შეხვედრა 14 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ერთმანეთს გორის "ჯიქი" და "ბათუმი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება. გამარჯვებულს 70 ათასი ლარი ერგება, წაგებული 30 ათასს მიიღებს.

"რაგბი საქართველოში პოპულარული და წარმატებული სპორტის სახეობაა. ჩვენი თვალთახედვის არეში სწორედ ამის გამო მოექცა. საქართველოს ჩემპიონატის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და
გვწამს, რომ ეს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული რაგბის წინსვლას კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის.

ეს არის ჩვენი თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი და ქართული რაგბის მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ", - თქვა "ტოიოტა კავკასიის" გენერალურმა დირექტორმა იუსუკე ტატებემ.

"საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პარტნიორი ჰყავს. საამაყოა, ჩვენთან ურთიერთობის სურვილი ასეთმა ცნობილმა კომპანიამ რომ გამოთქვა. კომპანია "ტოიოტა კავკასია" საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის სპონსორია. ამ შემთხვევაში თანხის ოდენობაზე მეტად ის ყურადღება გვახარებს, რომელიც კომპანია "ტოიოტამ" გამოიჩინა. იმედია, მას სხვა კომპანიებიც მიბაძავენ", - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებო ასახელეთ გორგოძის სახელი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული