თუმცა ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მასპინძლებს "ჯიქების" დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის შეგირდებს განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაუჭირდათ. სტუმრები მათ მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, დაცვაში მწყობრად თამაშობდნენ და შეტევებშიც მწვავედ გადადიოდნენ.
თანაბარ ბრძოლაში მასპინძლები დაწინაურდნენ, როცა გიორგი ბაბუნაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო გაიტანა. ამის შემდეგ თბილისელებმა ზედიზედ ორი საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ მათ მგეზავ ირაკლი სვანიძეს
ამასობაში არბიტრმა ქუთაისელთა ცხრა ნომერი თემურ თუთბერიძე გაასინბინა და მასპინძლებს მის გარეშე ძალიან გაუჭირდათ. მომდევნო 10 წუთი "აიასთვის" ყველაზე რთული გამოდგა. "ჯიქებმა" დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და სვანიძემ საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 3:3. ტაიმის ბოლოს ქუთაისურმა გუნდმა თამაში გამოასწორა და ბაბუნაშვილმა პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 6:3
სტუმრები მეორე ტაიმის 10 წუთი ქუთათურებს თანაბრად ეთამაშნენ, შემდეგ კი უპირატესობა მთლიანად "აიას" მხარეს გადავიდა. ლელო მწიფდებოდა და მალე ქუთაისელთა მრავალფაზიანი შეტევა ბადრი დანგაძემ შედეგიანად დაასრულა. ცოტა ხანში სტუმართა ჩათვლის მოედანში თემურ ირემაძემაც დაამიწა ბურთი.
რეზო ჯინჭველაშვილმა ორივე ლელო გარდასახა და "აია" 20:3 დაწინაურდა. მასპინძლებმა პრემიალური ლელოსთვის განაგრძეს ბრძოლა და ბოლო წუთზე იხეირეს კიდეც. ჯინჭველაშვილმა ამჯერად გარდასახვა გააცუდა. იქვე მსაჯის სასტვენიც გაისმა, რამაც ქუთაისელთა "პრემიალური" გამარჯვება დააფიქსირა.
აია-ჯიქები 25:3
აია (15-9) ძნელაძე (კიკვაძე 49.), ბ. ტორაძე, ფრუიძე, ირემაძე, კვერნაძე, ბაბუნაშვილი (ჯინჭველაშვილი 49.), თ. თუთბერიძე; (1-8) რატიაშვილი (ულუმბელაშვილი 41), მატკავა (გ. ტორაძე 78), სალდაძე (ლომსიანიძე 78.), შალამბერიძე, ჩიტეიშვილი (მარშანია 38.), რევიშვილი, დანგაძე, ყურაშვილი (დგებუაძე 22)
3ლ: დანგაძე, ირემაძე, გ. ტორაძე. 2გ: ჯინჭველაშვილი 2ს: ბაბუნაშვილი
სინბინი: თ. თუთბერიძე, მატკავა
ჯიქები(15-9) კიკნაძე, ბიწაძე (ნოზაძე 70), დევსურაშვილი, ჯინჯიხაძე, ბერძული, ი. სვანიძე (უმცრ.), ჭინჭარაული; (18) გაგნიძე (ქარჩავა 70), მამრიკიშვილი, ოქრიაშვილი, გოგოლიძე (ტრაპაიძე 58), მჭედლიშვილი (მასხარაშვილი 58.), შენგელია, პაპავაძე (ი. სვანიძე 53), სუხაშვილი
ს: ი. სვანიძე (უმცრ.)
სინბინი: ჭინჭარაული
არბიტრი: თორნიკე გვირჯიშვილი
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XIII ტური: "ბათუმს" ლეგიონმაც ვერ უშველა
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XIII ტური: "არმიამ" "ლოკომოტივი" დაამუხრუჭა
XIII ტური
ყოჩები-არმაზი 15:9
ყოჩები: 4ს,ა - სოხაძე.
სინბინი: ბეგაძე, გოგიაშვილი, ტვილდიანი.
არმაზი: 3ს - ნიკოლავა.
აკადემია-ხარები 22:24
აკადემია: ლ - ზოიძე. 5ს,გ - მათიაშვილი.
სინბინი: გ. ღამბაშიძე.
ხარები: 3ლ - ხუციშვილი, ჭაავა, ტყეშელაშვილი. 3გ,ს - ხუციშვილი.
სინბინი: ქვლივიძე.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 13 10 0 3 +220 49
2. აია 13 10 0 3 +134 46
3. არმია 13 10 0 3 +151 45
4. ლოკომოტივი 13 9 0 4 +63 40
5. ყოჩები 13 8 1 4 +41 38
6. არმაზი 12 7 0 5 -19 31
7. ჯიქები 14 5 2 7 +27 31
8. ხარები 14 3 0 11 -165 15
9. აკადემია 13 1 0 12 -180 9
10. ბათუმი 12 1 0 11 -272 6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"