ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფოთში სარაგბო მატჩის შემდეგ მსაჯი დაჭრეს

AutoSharing Option
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფოთში, რაგბის სტადიონზე მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის დროს მსაჯი, 21 წლის ნიკო ამაშუკელი დაჭრეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამაშუკელმა ფეხი წაქცევის შედეგად დაიზიანა და შესაბამისად, ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის "არმიასა" და ბათუმის "ბათუმს" შორის მატჩის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა.

დაჭრის ფაქტი "რუსთავი 2"-თან საუბარში დაადასტურა რაგბის კავშირის საშეჯიბრებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიქიშვილმა.

მატჩის დასრულების შემდეგ თბილისელთა გუნდის მენეჯერმა ნიკო ამაშუკელი დაჭრა. ასევე, არსებული ინფორმაციით, ნიკო ამაშუკელი
ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აღმოაჩნდა.

თბილისის "არმიასა" და "ბათუმს" შორის "დიდი 10"-ის მე-17 ტურის მატჩი ფრედ, ანგარიშით 21:21 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ მსაჯი ეხლა 6-ერს მსაჯობს და მალე მსოფლიოსაც იმსაჯებს... ;)
გენო
15:43 17-04-2023
0
21 wlis msaji???testens atarebinebt msajebs oficialur tamashebshi?((((
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული