ლოკომოტივი-აია 14:8 - პირველი მარცხი ძველი მეტოქისგან

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" თბილისის "ლოკომოტივისა" და ქუთაისის "აიას" შორის გაიმართა. ტრადიციულ მეტოქეებს შორის ბრძოლა ტრადიციულად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. რკინიგზელები მეტოქეზე ოდნავ უკეთ გაისარჯნენ და სტუმრებს მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი აგემეს - 14:8.

ორივე გუნდმა მართლაც შესანიშნავად ითამაშა. ორივე ცდილობდა და ახერხებდა კიდეც ხელდახელ ებურთავა, მრავალფაზიანი კომბინაციები აეკინძა. დაცვაშიც გუნდები ფხიზლად ირჯებოდნენ და მოპოვებული ქულების ასეთი მცირე რაოდენობაც ამიტომ დაფიქსირდა.

რკინიგზელების უკანა ხაზი საკმაოდ შტამბეჭდავად გამოიყურება. აქ ეროვნული ნაკრების სამი წევრია, ვაჟა ხუციშვილი, გიორგი
აფციაური და ბექა წიკლაური. თამაშიც, ზოგადად, სწორედ მათ მიჰყავთ. მათ საპირწონედ ქუთაისელთა შემადგენლობა ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც ახალგაზრდული ნაკრების სკოლა აქვთ გავლილი და უფროს კოლეგებს დიდად არ ჩამოუვარდებიან.

ანგარიში მატჩის მე-11 წუთზე "აიას" მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა საჯარიმოთი გახსნა - 3:0. რკინიგზელთა დამრტყმელმა ბექა წიკლაურმა ანგარიში ორ წუთში ასევე საჯარიმოთი გაქვითა - 3:3.

თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. ძნელი სათქმელია, რომელი ფლობდა უპირატესობას. 23-ე წუთზე ლოკომოტიველებმა იერიში საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან წამოიწყეს. მეტოქის ხაზი გაჭრეს და "აიას" 22-მეტრიან ზონასთან მიახლოვებულებმა ბურთი მარჯვნივ ხაზზე ჩაათამაშეს. ლელო გარემარბმა გიორგი ბიწაძემ გაიტანა. წიკლაურს გარდასახვა გაუცუდდა - 8:3.

"აიამ, ანგარიში 32-ე წუთზე გაქვითა. სტუმრებმა მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს და საპირისპირო ფრთაზე რიცხვობრივი უპირატესობა შექმნეს. ბურთი სწრაფად სწორედ იქეთ ჩაათამაშეს და გარემარბმა გიორგი აბრამიძემ ლელომდე 22 მეტრი ირბინა. ბაბუნაშვილმა ვერ გარდასახა - 8:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "ლოკომოტივმა", როგორც უკვე ვთქვით, მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დაუშვა. ქუთათურებს ორი საჯარიმო წიკლაურმა გაუტანა და თავისიანებს 14:8 მოაგებინა.

დიდი 10. IV ტური
ლოკომოტივი-აია 14:8
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, გოგოლაშვილი, ბიწაძე, კავთიძე, ნიკოლავა, აფციაური, ხუციშვილი. (1-8) ქვათაძე, ელოშვილი, მჭედლიშვილი, გეგია, არაბული, ფოფხაძე, ბერიშვილი, გასვიანი (კოპაძე 41).
ლ: ბიწაძე. 3ს: წიკლაური
სინბინი: მჭედლიშვილი, ელოშვილი
აია (15-9) კიკვაძე (აბჟანდაძე 75), მანაგაძე, ძნელაძე, ჩხიკვაძე, აბრამიძე, გ.ბაბუნაშვილი, თუთბერიძე. (1-8) ხარებავა, ერემეიშვილი (ცქიფურიშვილი 54), წაქაძე (სალდაძე 56), მ.ბაბუნაშვილი (დანგაძე 30), ჩიტეიშვილი, გორგასლიძე (რევიშვილი 19), შალამბერიძე, ლოსაბერიძე.
ლ: აბრამიძე. ს: გ.ბაბუნაშვილი.
სინბინი: ჩხიკვაძე
მსაჯი: საბა აბულაშვილი.

სხვა მატჩები:
ჯიქი-ბათუმი 5:18
ბაგრატი-ყოჩები 23:27
არმაზი-არმია 12:24
ლელო-აკადემია 19:13

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 4 4 0 0 +35 18 2
2. აია 4 3 0 1 +21 13 1
3. ლოკომოტივი 4 3 0 1 +29 13 1
4. ბათუმი 4 3 0 1 +22 13 1
5. ჯიქი 4 2 0 2 +20 10 2
6. არმია 4 2 0 2 -3 9 1
7. ბაგრატი 4 1 0 3 -14 7 3
8. აკადემია 4 1 0 3 -28 5 1
9. ყოჩები 4 1 0 3 -30 5 1
10. არმაზი 4 0 0 4 -52 1 1

V ტური
არმია-ბაგრატი
ყოჩები-ჯიქი
ბათუმი-ლოკომოტივი
აია-ლელო
აკადემია-არმაზი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერაბ კვირიკაშვილზე ხომ არაფერი იცით?მის სესახებ არაფერი აღარ ვიცი.
სოსო
17:45 26-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული