რუმინეთის ნაკრებისთვის მიმდინარე გათამაშება 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირია. შესაბამისად, "მუხის ფოთლები" ყველა ღონეს იხმარენ, რათა იაპონიაში გასამგზავრებელი ბილეთები დაჯავშნონ.
გამოძახებულთა შორის ყველაზე მეტი მორაგბე რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარას" ჰყავს - 16. ხუთ-ხუთი მოთამაშეა გამოძახებული "სტიაუადან" და "ბაია მარედან", ერთი "ბუქარესტიდან". ამასთან ერთად, "სტეჟარის" შემადგენლობაში საფრანგეთში მოასპარეზე ცხრა ლეგიონერია.
აღსანიშნავია, რომ რუმინელებმა
"რუმინეთის ნაკრები შეჯიბრებაში ერთვება ერთადერთი მიზნით - მოიპოვოს 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საგზური. ამასთან ერთად, ვინაიდან შეჯიბრების ფორმატი შეიცვალა, გვინდა წლეულს ტიტული მოვიპოვოთ. საამისოდ კი ყველაზე მთავარია, ბოლო მატჩში შინ საქართველოს ნაკრებს მოვუგოთ.
ამ მიზნების მისაღწევად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, არ შეიძლება იოტისოდენა შეცდომის დაშვება.
ვიცით, რომ პირველი ორი შეხვედრა ძალიან მძიმე იქნება, რადგან მორაგბეები პირველად შეიკრიბებიან ორთვიანი განშორების შემდეგ. საჭირო იქნება გარკვეული დრო, რათა მათ შორის შეთამაშება, ურთიერთგაგება აღვადგინოთ.
იმედი მაქვს, რომ გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზი კარგ შედეგს მოგვცემს", - თქვა ლინ ჰოულსმა.
რუმინელები 3 თებერვალს პორტუგალიაში შეიკრიბებიან, სადაც ერთ საწვრთნელ მატჩსაც გამართავენ. 9 თებერვალს კი ფრანკფურტში გაემგზავრებიან, სადაც ორი დღის შემდეგ გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: მიჰაი ლაზარი (კასტრი), კონსტანტინე პრისტავიტა (ბაია მარე), ალექსანდრ ტარუსი (ბეზიე), ალექსანდრუ გორდასი (სტიაუა), ანდრეი ურსაკე, იონელ ბადიუ (ორივე-კარკასონი), ალექსანდრუ სავინი (ბუქარესტი), ანდრეი რადოი, მარიან კაპატანა (ორივე-ტიმიშოარა), ოთარ ტურაშვილი (კოლომიე)
მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი, იონუც მურეშანი, დორინ ლაზარი (სამივე-ტიმიშოარა), მარიუს ანტონესკუ (ტარბი), ჯონ ფან ჰეერდენი (ბაია მარე),
მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ანდრეი გორჩიოაია (მასი), ვასილე რუსი (ტიმიშოარა), ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), ანდრეი ლურეა, კრისტიან კირიკა (ორივე-ბაია მარე), ვლად ნისტორი (ალბი)
#9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა)
#10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა)
#12-13: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), ჯეკ უმაგა, ფლორინ პოპა, პაულა კინიკინილაუ (ტიმიშოარა)
#11-14: სტივენ შენანი, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), იონუტ დუმიტრუ (სტიაუა)
#15: კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა), სამოა ლუკე (ბაია მარე)
ევროპა რაგბი 2017. I ტური
11 თებერვალი
გერმანია-რუმინეთი
ბელგია-საქართველო
ესპანეთი-რუსეთი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"