ექვსი ერის შეფი: მოკლე ან საშუალო ვადებში ექვს ერში შემადგენლობა არ შეიცვლება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რაგბის ფანები და მედია მუდმივად განიხილავენ ექვს ერში სავარაუდო ცვლილებებს - რუმინეთისა და განსაკუთრებით, საქართველოს ნაკრების დამატების პერსპექტივას - ორგანიზაციის შეფი ჯონ ფიენი სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ცდილობს.

მისი მტკიცებით, ახლო და უფრო შორეულ მომავალშიც საქართველო და რუმინეთი ამ ტურნირს ვერ შეუერთდებიან, რადგან გავარდნა-შემოსვლის სისტემის შემოღება არ იგეგმება:

"მოკლე ან საშუალო დროის მონაკვეთში ეს არ მოხდება, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბევრი კომენტარი ძალიან უსამართლოა იტალიის მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იტალიის ნაკრები კარგი დანამატია ტურნირისთვის. იტალიური რაგბი
მას მერე ძალიან განვითარდა, უბრალოდ, სხვა ქვეყნებმაც მოუმატეს.

შემოდგომის ტესტებზე მათ სამხრეთი აფრიკა დაამარცხეს. ასე რომ, იტალიას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, თუ როგორ უდგება საქმეს იტალიური მხარე.

ძალიან დიდი გზაა გასავლელი მანამდე, სანამ ტურნირის მოგების კანდიდატი გახდები. მაგრამ ნებისმიერ დღეს შეიძლება იტალიელებმა ნებისმიერი მეტოქე დაამარცხონ, რაც ადრეც გაუკეთებიათ, აქ ინგლისს არ ვგულისხმობთ", - განაცხადა ჯონ ფიენმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გვეთამაშოს იტალია ამხანაგურად მეგობრულად ბოლობოლო მტრულად გვეთამაშოს ერთი ტესტი რას გვემალება აგერ სამხრეთ აფრიკას მოუგო და რას იმალებიან და ნახოს მსოფლიომ ვინ ვინ არის მაგრამ იმედია მსაჯი იტალიური წარმოშობის არ იქნება ან მონათესავე ტომის და ცოტა ობიექტურიც იქნება ოდნავ მაინც და დაინახავს ორ სამ მეტრიან წინ პასებს მეტოქისა ხრიკებს შერკინებაში ნუ იმ ათას უმსგავსობას ვერ შეამჩნევს რა თქმა უნდა რასაც ხშირად კადრულობენ გრანდები თუ მაჩანჩალები ამის არ შემჩნევა ტრდიციაა ჩვენს მიმართ მსაჯებისა მე მჯერეა და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ლომები დაგლიჯავენ იტალიის ნაკრებს ნუ სწორედ ამიტომაც იმალებიან კურდგლები სოროში ნუ თუ ექვს ერში არ გვიშვებენ იტალიასთან თამაშსს რა უდგას წინ თუ მოიგებს იტალია ანუ კურდგლები სალაპარაკოც აგარ იქნება ალბათ რამოდენიმე წელი რამე
აკინ
00:18 01-02-2017
0
ექვსი ერი არის კომერციული ტურნირი და თუ ფინანსურად არ იქნებიან ჩვენით დაინტერესებულნი სულ რომ ცხვირით ვახოხოთ მაინც არ მიგვიღებენ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული