ექვსი ერის შეფი: მოკლე ან საშუალო ვადებში ექვს ერში შემადგენლობა არ შეიცვლება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რაგბის ფანები და მედია მუდმივად განიხილავენ ექვს ერში სავარაუდო ცვლილებებს - რუმინეთისა და განსაკუთრებით, საქართველოს ნაკრების დამატების პერსპექტივას - ორგანიზაციის შეფი ჯონ ფიენი სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ცდილობს.

მისი მტკიცებით, ახლო და უფრო შორეულ მომავალშიც საქართველო და რუმინეთი ამ ტურნირს ვერ შეუერთდებიან, რადგან გავარდნა-შემოსვლის სისტემის შემოღება არ იგეგმება:

"მოკლე ან საშუალო დროის მონაკვეთში ეს არ მოხდება, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბევრი კომენტარი ძალიან უსამართლოა იტალიის მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იტალიის ნაკრები კარგი დანამატია ტურნირისთვის. იტალიური რაგბი
მას მერე ძალიან განვითარდა, უბრალოდ, სხვა ქვეყნებმაც მოუმატეს.

შემოდგომის ტესტებზე მათ სამხრეთი აფრიკა დაამარცხეს. ასე რომ, იტალიას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, თუ როგორ უდგება საქმეს იტალიური მხარე.

ძალიან დიდი გზაა გასავლელი მანამდე, სანამ ტურნირის მოგების კანდიდატი გახდები. მაგრამ ნებისმიერ დღეს შეიძლება იტალიელებმა ნებისმიერი მეტოქე დაამარცხონ, რაც ადრეც გაუკეთებიათ, აქ ინგლისს არ ვგულისხმობთ", - განაცხადა ჯონ ფიენმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გვეთამაშოს იტალია ამხანაგურად მეგობრულად ბოლობოლო მტრულად გვეთამაშოს ერთი ტესტი რას გვემალება აგერ სამხრეთ აფრიკას მოუგო და რას იმალებიან და ნახოს მსოფლიომ ვინ ვინ არის მაგრამ იმედია მსაჯი იტალიური წარმოშობის არ იქნება ან მონათესავე ტომის და ცოტა ობიექტურიც იქნება ოდნავ მაინც და დაინახავს ორ სამ მეტრიან წინ პასებს მეტოქისა ხრიკებს შერკინებაში ნუ იმ ათას უმსგავსობას ვერ შეამჩნევს რა თქმა უნდა რასაც ხშირად კადრულობენ გრანდები თუ მაჩანჩალები ამის არ შემჩნევა ტრდიციაა ჩვენს მიმართ მსაჯებისა მე მჯერეა და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ლომები დაგლიჯავენ იტალიის ნაკრებს ნუ სწორედ ამიტომაც იმალებიან კურდგლები სოროში ნუ თუ ექვს ერში არ გვიშვებენ იტალიასთან თამაშსს რა უდგას წინ თუ მოიგებს იტალია ანუ კურდგლები სალაპარაკოც აგარ იქნება ალბათ რამოდენიმე წელი რამე
აკინ
01 თებერვალი 2017 00:18
0
ექვსი ერი არის კომერციული ტურნირი და თუ ფინანსურად არ იქნებიან ჩვენით დაინტერესებულნი სულ რომ ცხვირით ვახოხოთ მაინც არ მიგვიღებენ
vvv
31 იანვარი 2017 17:21
0
კი, ძალიან ბევრი თუ არა ბევრი გვიკლია იქ შესვლამდე და მართლაც არ ჩანს ახლო პერსპექტივაში იქ გაწევრიანების შანსი. ამიტომ, ჯობს ძალიან მაგრა მოვემზადოთ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის და დავუმტკიცოთ მსოფლიოს რომ მაგრები ვართ (როგორც ჩანს არ არის სამყოფი 2 თამაშის მოგება). ტესტ მატჩებთან ერთად ვეძებოთ ტურნირებში მონაწილეობის სხვა გზები, რათა არ დაიკარგოს ინტერესი რაგბის მიმართ ჩვენს ქვეყანაში. რატომ უნდა ვეხვეწოთ ამ ექვს ერს თუ არ უნდევართ? პაშლი ანი.... ესეც ნატოა!!!!
გოგი
31 იანვარი 2017 09:53
0
2019-ში ჯგუფიდან უნდა გავიდეთ და მერე დაიწყება ლაპარაკი. უკეთეს შემთხვევაში 2021-22 წელს მიგვიღებენ მიმდინარე კონტრაქტები მანამდე. უფრო რეალურია საკლუბო დონეზე დაგვიმატონ ან ერთი გუნდით საფრანგეთის ან კელტთა ლიგაში ეგ უფრო გვჭირდება და უფრო მაგარი იქნება
gia
31 იანვარი 2017 03:01
0
სახრეთელებმა გადაგიორან მსოფლიოზე მაგრათ ვისიამოვნეფ! აქედან კიდე რუსეთმა არ მოაკლოთ სიამოვნება მაგაზეც ვისიამოვნებ ! ღირსები იქნებით გამისწორდება
levani
31 იანვარი 2017 01:37
0
ნატო და ევროკავშირიც მაგას გვეუბნება :)
ar mikvirs
31 იანვარი 2017 00:17
0
შოტლანდიასთან არ უნდა წაგვეგო,მათთან მოგებაზე უნდა ვიფიქროთ მათზე ძლიერები უნდა ვიყოთ,აქეთ უნდა გვეხვეწებოდნენ.
zaveli
30 იანვარი 2017 20:49
0
რა უყურებთ 6 ერს დაამტკიცონ ჩვენებმა რომ მაგრები არიან და მაგათი 6 ერის დედაც სულ არ არის ამ 6 ერში არც არგენტინა არც ავსტრალია არც სამხრეთ აფრიკა და არც ახალი ზელანდია მაგრამ აბა ვინმე დაუდგეს წინ.
misha
30 იანვარი 2017 20:28
0
წელში გამართული რაგბის მეურნეობა მოგვასწროს ღმერთმა საქართველოში და ამათ ვინღა შეხედავს :)
რეზო
30 იანვარი 2017 19:14
0
ეს რაგბის ბიზნეს შოუ აქეთ რომ შეგვეხვეწოს ექვს ერში,გვაქვს ერთად ერთი რეალური გზა რომელსა აი უკვე მესამე მხოფლიო ჩემფინატია ვერ ვიყენებთ უნდა სმეულში ან სულაც ექვსეულში უნდა შევიდეY ჯაფანის უორლდ ცემფიონშიფზე.გვაქვს ამის შნო?ჰა ბურთი და მოედანი!წლიდან წლამდე ენით ლაყბობა და თითების ვიქტორიით ფარჩხვა,ფიიკურ და სულიერ გამარჯვებას და გუთნიდედობას შედეგით, სულაც არ ნიშნავს!
M.Z. GB
30 იანვარი 2017 17:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული