მილტონ ჰეიგი: ასეთ ამინდში სწრაფი რაგბის თამაში ვერ გამოგვივიდა

AutoSharing Option
საქართველოს მოარგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ბელგიასთან "რაგბი ევროპის ჩემპიოანტის" პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დიდი ბრძოლა მოგვიხდა. ასეთ ამინდში სწრაფი რაგბის თამაში ვერ გამოგვივიდა, უფრო შერკინებაზე ორიენტირებული რაგბი იყო.

ცხადია, პირველი ნახევარი მომეწონა - ამ დროს ვდომინირებდით. მეორე ტაიმის დასაწყისში ინიციატივა გარკვეული დროით ხელიდან გავუშვით, მაგრამ მალევე შემოვაბრუნეთ თამაში. მთლიანობაში, შედეგითა და ბონუსის მოპოვებით კმაყოფილი ვარ.

უკანახაზელებს თუ არ ჩავთვლით, ჩვენი საუკეთესო ოსტატები ბელგიაში არ ჩამოგვიყვანია. 2019 წლის მსოფლიო თასამდე გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ახალბედებს მივეცით. და მაინც, ჩვენი
მიზანი "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მოგებაა", - თქვა მილტონ ჰეიგმა.

- საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ბელგიის ძლევით დაიწყო [VIDEO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მომხრე ვარ რომ რუმინეთსაც ახლები დაუპირისპიროთ სხვა საშველი არ გვაქვს (ჩინელებს უნდა მივბაძოთ,ყველა მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან -არ ჩქარობენ).
მერაბი
18:37 13-02-2017
0
რომ დავმარცხდეთ, მაინც ახალგაზრდები უნდა ვათამაშოთ. სამწუხაროდ, მათი ზრდის უკეთესი საშუალება არ გვაქვს. გარდა ამისა, ნაკრებში ვინც კარგად გამოვა,მათ უცხოურ კლუბებში მიიპატიჟებენ.
gogig
23:52 12-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული