"ბორჯღალოსნები" ისევ მე-12 ადგილზე არიან, იტალია უფრო ჩამოგვრჩა

AutoSharing Option
ორშაბათს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც გათვალისწინებულია უქმეების შედეგები. საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის I ტურში სტუმრად ბელგია 31:6 დაამარცხა, თუმცა რეიტინგში კვლავ მე-12 საფეხურზეა.

საქართველოს ნაკრებს 74,14 ქულა აქვს და მხოლოდ 0,08 ქულით ჩამორჩება მე-11 ადგილზე მყოფ იაპონიას.

აღსანიშნავია ექვსი ერის მონაწილე იტალიის რეგრესი, იტალიელებმა 10:63 წააგეს ირლანდიასთან შინ და რეიტინგში მე-13 ადგილიც დაკარგეს, ახლა მე-13-ზე ტონგაა 71,94 ქულით.

მოწინავე ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, საფრანგეთმა შოტლანდიას მე-7 ადგილი ჩამოართვა.

ტოპ-15
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნუ გიხარიათ ხალხო სხვისი ჩამოქვეითება. ეს იმას მაგონებს 2000 წლებში შუქი რომ წავიდოდა მუხიანში ხალხი შურით სკდებოდა გლდანელებს რატომ აქვთო იმას კი არ ამბობდნენ ჩვენთან რატომ წავიდაო და გლდანშიც რომ წავიდოდა უხაროდათ მოუხდებათ მაგათ მასეო. ისეა ახლა ჩვენი ამბავი. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთOთ და იტალიას გაუმარჯოს მის გზაზე.
giorgi
16 თებერვალი 2017 13:22
0
მოკლედ გერმანიასთან თუ მოვიგეთ რეიტინგი არ შეიცვლება, ფრეს შემთხვევაში 1 ქულას ვკარგავთ, წაგების (ანგარიშის სხვაობა თხუთმეტ ქულამდე) შემთხვევაში 2-ს.
რამაზ
14 თებერვალი 2017 16:43
0
განმარტებები რეიტინგთან დაკავშირებით
დეტალურად იხილეთ ლინკზე:
http://www.worldrugby.org/rankings/explanation
ორი სიტყვით კი ასე ანგარიშდება:
1.რეიტინგული თამაშის დროს ერთი გუნდი კარგავს იმდენ ქულას რამდენიც ემატება მეორე გუნდს
2. თუ თამაშის მომგების რეიტინგი 10 ქულაზე მეტით აღემატება დამარცხებული გუნდისას, არცერთ გუნდს რეიტინგი არ ეცვლება
3. რეიტინგების შედარებისას მასპინძელ გუნდის რეიტინგს ვირტუალურად ემატება სამი დამატებითი ქულა საანგარიშოდ.
4. რეიტინგის ქულა ერთ თამაშში შეიძლება შეიცვალოს მაქსიმუმ 2 ქულით (თუ 10 ქულით დაბალი რეიტინგის გუნდი მოიგებს 15 ქულაზე ნაკლები სახვაობით, როგორც მაგალითად იტალიამ მოუგო სამხრეთ აფრიკას) ან 3 ქულით - 15 ქულთ და მეტით მოგებისას რეიტინგის სხვაობა ერთნახევარჯერ მეტია.
4. მსოფლიო თასზე ყველაფერი ორმაგდება - იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მოგებით 4 (2-ის ნაცვლად) სარეიტინგო ქულა მიითვალა
რამაზ
14 თებერვალი 2017 15:38
0
გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ქულები (74,14) არ შეცვლილა. ვინმეს თუ შეუძლია განმარტოს თუ როგორ ხდება სარეიტინგო ქულების გამოთვლა. ცოტა უცნაური კი არის, რომ გუნდი დამაჯერებლათ იგებს მსოფლიოში 26-ე ადგილზე მყოფ ნაკრებთან და მას 0,01 ქულაც არ ემატება.
pele
14 თებერვალი 2017 13:42
0
რუმინეთის წაგება არ გვაწყობდა არანაირად. მაგრამ მეორე მხრივ გერმანია თუ გაძლიერდა კარგია. რაც მეტი ძლიერი მოწინააღმდეგე გვეყოლება აქ უკეთესი, თორე მარტო რუმინეთი გვიძალიანდება უკვე, სხვებს მეორე და მესამე გუნდებითაც ვუგებთ.
eri
14 თებერვალი 2017 12:04
0
თფუიიი რუმინელები რა იდიოტები არიან როგორ წააგეს გერმანიასთან, თორე იტალია ისე "წარმატებით" თამაშობს 6 ერში, რო შეიძლებოდა სამოას და რუმინეთსაც გაესწროთ და მერე მართლა ძალიან ძალიან მაგარი იქნებოდა :D
xvistani
14 თებერვალი 2017 11:45
0
კარგია იტალია რაც ქვევით წავა უფრო მალე მიხვდებიან თავიანთ მარაზმს 6-ერის ბოსები
912
13 თებერვალი 2017 22:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული