პირველ ტურში, გერმანიასთან მარცხის მიუხედავად, რუმინეთის ნაკრები მაინც რჩება "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ერთ-ერთ ფავორიტად და "ბორჯღალოსნების" მთავარ მეტოქედ. ცხადია, რუმინელები განცდილი მარცხის გამო არ დანებდებიან. მით უფრო, რომ მთელი ტურნირი ჯერ კიდევ წინაა.
ამასთან ერთად, "სტეჟარი" მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებს მასპინძლობს, რომელმაც პირველ ტურში შინ რუსეთი დაამარცხა და მსოფლიოს თასზე გასვლის პრეტენზია აქვს. ცხადია, ეს
რუმინელებისა და ესპანელების დაპირისპირება იაშიში უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო იქ მატჩის ჩატარება შეუძლებელი გახდა. ამიტომ, ორივე გუნდის შეთანხმებით, მატჩი ბუქარესტში შედგება. რუმინელებს გაფართოებულ შემადგენლობაში არავინ შეუცვლიათ.
სამაგიეროდ, ესპანელთა თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა დაასახელა 23-კაციანი შემადგენლობა, სადაც, რუსეთთან მატჩისგან განსხვავებით, ოთხი ცვლილებაა. პირველ ხაზში ხესუს მორენოსა და უნაი ლასას ნაცვლად, სტივ ბარნსი და ალბერტო ბლანკო ითამაშებენ, მეორე ხაზში დავიდ გონსალესმა შეცვალა ანიბალ ბონანი, ხოლო გარემარბ სებასტიან ასკარატის ადგილს ფედერიკო კასტილიონი დაიკავებს.
რუმინეთი
პირველი ხაზი: მიჰაი ლაზარი (კასტრი), კონსტანტინ პრისტავიტა, ოვიდიუ კოჯოკარუ (ორივე-ბაია მარე), ალექსანდრუ გორდასი (სტიაუა), ანდრეი ურსაკე (კარკასონი), მარიან კაპატანა (ტიმიშოარა), ოთარ ტურაშვილი (კოლომიე)
მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი, იონუც მურეშანი (ორივე-ტიმიშოარა), იოჰან ფან ჰერდენი (ბაია მარე)
მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი, ესერია ვუეტი (ორივე-სტიაუა), ანდრეი გორჩიოაია (მასი), კრისტიან ჩირიკა (ბაია მარე), ვლად ნისტორი (ალბი), დორინ ლაზარი (ტიმიშოარა)
#9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ბუქარესტი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო)
#10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა), ჯორჯ ოპრეა (ბაია მარე)
#12-13: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), ჯეკ უმაგა, ფლორინ პოპა (ორივე-ტიმიშოარა), სიონე ფაკაოსილეა (ბაია მარე)
#11-14: სტივენ შენანი, მადალინ ლემნარუ, ტანგიმანა ფონოვაი, (სამივე-ტიმიშოარა), იონუც დიმიტრუ (სტიაუა), ჯეკ გობდენი (ბუქარესტი)
#15: კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა), სამოა ლუკე (ბაია მარე)
ესპანეთი
პირველი ხაზი: ფერნანდო ლოპესი, ფრანსისკო ბლანკო, ბენატ ოზქუი, სტივ ბარნსი, ალებერტო ბლანკო, ჯონათან გარსია
მეორე ხაზი: ვიქტორ სანჩესი, დავიდ ბარერა, ინაკი ვილანოვა, დავიდ გონსალესი
მესამე ხაზი: პიერ ბართერე, გაუტიერ გიბუნი, ხაიმე ნავა
#9: გილემ რუე, სებასტიენ რუე
#10: მატიო ბელიე, დანიელ სნი
#12-13: ფაბიენ პერინი, ტიბო ალვარესი
#11-14: ფედერიკო კასტილიონი, ხორდი ხორბა
#15: ბრედ ლინკლატერი, ხავიერ კარიონი
რაგბი ევროპის ჩემპიონატი. II ტური
18 თებერვალი
ბელგია-რუსეთი
რუმინეთი-ესპანეთი
19 თებერვალი
საქართველო-გერმანია
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 1 1 0 0 +25 5 1
2. ესპანეთი 1 1 0 0 +10 4 0
3. გერმანია 1 1 0 0 +3 4 0
4. რუმინეთი 1 0 0 1 -3 1 1
5. რუსეთი 1 0 0 1 -10 0 0
6. ბელგია 1 0 0 1 -25 0 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"