- მილტონ ჰეიგმა გერმანიასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა
ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბის კავშირის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:
"გერმანიამ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი, ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან კარგად დაიწყო. ჩვენ ეს თამაში განვიხილეთ და აღმოჩნდა, რომ იმ შემადგენლობიდან, რომელსაც ბოლოს მოვუგეთ, გუნდში მხოლოდ ექვსი მოთამაშეა.
გერმანელებს ახალი, გადახალისებული და გაძლიერებული გუნდი ჰყავთ. მათ დაიმატეს სამხრეთაფრიკელები,
რაც შეეხება გადახალისებულ ჩვენს გუნდს, მიმაჩნია, რომ გარემო პირობების მიუხედავად, ბელგიასთან ნორმალური თამაში ვაჩვენეთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ მატჩამდე მოსამზადებლად მხოლოდ ერთი კვირა გვქონდა. ახლა მეორე კვირაა, რაც ერთად ვართ და ეს სანახაობრივი და ხარისხიანი თამაშის ჩვენებაში დაგვეხმარება".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით