მილტონ ჰეიგი: გერმანიასთან თამაშის ბოლომდე წამითაც არავინ მოდუნდება

AutoSharing Option
18 თებერვალს, რუსთავის სარაგბო სტადიონის მედიადარბაზში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა.

19 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე ტურში გერმანიას დაუპირისპირდებიან. თამაში რუსთავში 15:00 საათზე დაიწყება.

- მილტონ ჰეიგმა გერმანიასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა

"გუნდის უკლებლივ ყველა მოთამაშემ კარგად იცის, როგორ უნდა ითამაშოს ხვალ გერმანიასთან და მატჩის ბოლომდე წამითაც არავინ მოდუნდება.

ბელგიასთან თამაშისას თოვდა, მოედანი ატალახებული იყო და ამან ჩვენი თამაშის ხარისხზე უარყოფითად იმოქმე
და. ხვალ სულ სხვა პირობებში მოგვიწევს თამაში.

გერმანიამ სტუმრად ბელგიას მოუგო და გათვალისწინებული აქვთ, რომ ხვალ განსხვავებული თამაში იქნება", - განაცხადა ჰეიგმა.

პრესკონფერენციას დაესწრო "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძეც.

"თავს შევიკავებ წინასწარი პროგნოზების გაკეთებისგან, მაგრამ გულშემატკივარს თვდადებას ვპირდებით. გუნდში ბევრი დებიუტანტია, მაგრამ იმდენად ძლიერი ბიჭები არიან, ვფიქრობ, თამაშის მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ. მათ ამაღლებული განწყობა აქვთ და ალბათ, ბელგიასთან მატჩშიც ნახავდით, როგორ იბრძოდნენ", - თქვა შარიქაძემ.

პრესკონფერენცია ასევე გამართა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობუს პოტხიტერმა:

- კობუს პოტხიტერი: საქართველოში საქართველოს წინააღმდეგ... უკეთესი რა უნდა იყოს?!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდებს აძლევს თამაშის საშუალებას. გერმანიას ძლიერი შერკინება ყავს და ვნახოთ, რამდენად გაქაჩავენ. ისე, მთავარია ძირითადი აქცენტი ხელით თამაშზე გავაკეთოთ. ველი უხვქულიან მატჩს.
gogig
12:03 19-02-2017
0
წკვიანი კაცია ჰეიგი.ქართველებმა კი უნდა ვისწავლოთ ყველგან და ყველაფერში პროფესიონალიზმი.ბოლომდე ბრძოლაა მუდამ საჭირო.2008 ში გერმანიამ უმასპინძლა შვიდკაცა რაგბში ევროპის ჩემპიონატს.ჩვენმა ნაკრებმა სერიოზულად არ აღიქვა ესპანეთი და დამარცხდა,მერე იტალიასთანაც დავმარცხდით.რუსეთმა თავი გაიგიჟა და არათუ ფინალში გავიდა,მოიგო კიდეც ტურნირი.საფრანგეთს 25(ზუსტად არ მახსოვს) ქულა ამოუქაჩა და მოუგო მეორე ტაიმში.და ისეთი თავგანწირულად იბრძოლეს,შემშურდა(გულახდილად ვამბობ).ჩვენმა ნაკრებმა თუ მასეთი თავგანწირვით ითამაშა და ყველაფერი გაიღო მოსაგებად,რაგბის დიდ ქვეყნებსაც გაუჭირდებადთ ჩვენთან თამაში და იმაზე მეტს მივაღწევთ,ვინემ ვგეგმავთ,არამარტო რაგბში,სპორტის ყველა სახეობაში.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ყველა ნაკრებს.
gulshematkivari
16:53 18-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული