კობუს პოტხიტერი: საქართველოს ნაკრებმა ფიზიკურად დაგვჩაგრა

AutoSharing Option
გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობუს პოტხიტერმა დღეს, 19 თებერვალს საქართველოსთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები გაანადგურეს

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე ტურში გერმანელები "ბორჯღალოსნებს" ესტუმრნენ და ანგარიშით 6:50 დამარცხდნენ.

"პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს ვულოცავ ამ გამარჯვებას - ის დღეს საუკეთესო იყო. როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვთქვი, საქართველოში ჩვენი თამაშის გასაუმჯობესებლად ჩამოვედით, გვსურდა, უკეთესი ხარისხი გვეჩვენებინა, მაგრამ, სამწუხროდ, ეს არ გამოგვივიდა, რაც საკუთარი თავის ღალატს ნიშნავს.

მართალია, რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა დღეს, თუმცა შედეგს მათ არყოფნას ვერ დავაბრალებ.
ვფიქრობ, ისინი რომც ყოფილიყვნენ, საბოლოო ანგარიშში დიდი განსხვავება არ იქნებოდა. ასეთი ცუდი თამაში ჩვენი, ყველას ბრალია და ჩემს წილ პასუხისმგებლობას მეც ვიღებ.

რთულია ერთმანეთს საქართველოს და რუმინეთის ნაკრებები შევადაროთ. საქართველომ ფიზიკურად დაგვჩაგრა, შეტევაში უკეთ შეასრულა მწვრთნელის დავალებები. რუმინეთთან სულ სხვანაირად ვითამაშეთ. ვერ შევადარებ ამ ორ მეტოქეს ერთმანეთს", - თქვა პოტხიტერმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ანგარიშში სხვაობა ნუ შეგაცდენთ. გერმანია ამ ტურნირში ბარე ორს გაამწარებს.
gogig
20 თებერვალი 2017 12:53
0
ესე იგი მასჰინ 4ქულა იწერება მოგებაზე
VAZHA
20 თებერვალი 2017 10:47
0
ჩვენ უნდა გვქონდეს 10 იმატ 4
vazha
20 თებერვალი 2017 10:38
0
ვიცი და მაგას ვამბობ რ 4 ქულა უნდა ქონდეს ირლანიდიას ნაკლები ქულიტ წაგება ერტი უბონუსოდ მოგება 3 3+1+4, 5 უწერია
VAZHA
20 თებერვალი 2017 10:34
0
ვაჟა, 7 ქულით ან ნაკლებით წაგებაზეც ერთი ბონუს ქულა გეწერება ძმაო
გიო
20 თებერვალი 2017 00:17
0
გილოცავთ ყველას
გიო
20 თებერვალი 2017 00:15
0
სხვადასხვა ჩემპიონატებზე ამბობ შენ. ერთი ერთა თასია და მეორე 6 ერი. 6 ერში ბონუს ქულას იღებს გუნდი რომელიც 20 წუთში 4 ლელოს დადებს. ერთა თასში ის იღებს რომელიც 3 ლელოთი მეტით იგებს.
ირლანდიამ აიღო თან ბონუს ქულა იტალიასთან
ლუკა
19 თებერვალი 2017 23:34
0
გერმანია რეგბიში ოროსანია!!!
gio
19 თებერვალი 2017 22:28
0
გერმანია არაფრითაა ბელგიაზე უკეთესი და ჩამოუვარდება პორტუგალიას
+_*
19 თებერვალი 2017 22:20
0
კი, ჩვენ 2 ბონუს ქულა გვაქვს, ბონუსს იძლევიან როცა სამი ლელოთი მეტი გაქვს.
ვაჟა
19 თებერვალი 2017 18:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული