Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
რატო არ დამიბეჭდეთ? თურმე თევზის ჭერა არ უსწავლებია ამათთვის და ძალიან ნერვიულობენ. იქნებ საკუთარ მშობელს ან აღმზრდელებს მოსთხოვოთ თუ რამე არ გაისწავლიათ.
გიო, ერთი შენი გაკეთებული ჩამოთვალე რა.
vahaha
22 თებერვალი 2017 10:08
0
ამის მეცენატობა და კარგი ქართველობა არ გაიშვა!!! ლაგუნა ვერე დაუბრუნოს ქალაქს და საწყალოსნო სპორტს! და ზოგადად შეგვეშვას რა!!!
gio
22 თებერვალი 2017 02:12
0
ტუხიას და სს-ს: ბიძინა იმათგანია სხვას რომ თევზის ჭერას არ ასწავლის, სამაგიეროდ ასეტრინის ზიდვით ათამამებს, ოღონდ მანამ სანამ მოწყინდება.
ჩვენი რაგბის კავშირი დანარჩენი საქართველოსავით იმის შიშში და ლოდინში უნდა იყოს როდის მოწყინდება ბიძინას მათი მოხმარება.
აი თევზის ჭერას კი არ ასწავლის.
ამ ყველაფრის არ მოწონებას უმადურობა კი არა ჭკუით ფიქრი ქვია
ragbi rugbi
21 თებერვალი 2017 21:06
0
ტუხიას მადლობა, სწორი ხარ, უმადურობა ავადმყოფობაა
სს
21 თებერვალი 2017 19:19
0
ვისაც პოლიტიკურ თემებზე გინდათ კომენატრი გაკეთება სხვა საიტი იპოვეთ, ახლა არ დაიწყოთ სადაც მინდა იქ ვაკომენატრებთ, აქ ვინც ვართ, გვინდა სპორტზე საუბარი და საყდრისზე, პატრიარქზე და დახმარება არ დახმარებაზე აკომეტარეთ სხვა პლატფორამზე, აქ ჩვენ განვიხილავთ სპორტს.
sandro777
21 თებერვალი 2017 17:52
0
პატრიარქის სანახავად რატო არ ჩავიდაო. ამის მთქმელი ეხლა ნორმალურია? თურმე პიარ კამპანიები უნდა მოაწყონ და ყველა უნდა ჩავიდეს სანახავად? პრემიერის ჩასვლა თურმე საკმარისი არ იყო.
მართლა ფობიები გამოძრავებთ. მთელი სანაცეთი პატრიარქს ლანძღავდით და ახლა გახდით მომხრეები? კაცს მართლა ეჭვი გაუჩნდება შეთქმულებაზე.
vahaha
21 თებერვალი 2017 17:50
0
უბრალო ადამიანების სახელები გინდა არა, ვისაც ივანიშვილი აფინანსებს,გეტყვი,თავის კურსელებს თვეში ათას-ათას ლარს უხდის, მათ შორის არის ჩემი ახლობელი ნინო ნემსაძე, რომელიც 15 წელია მისი ფულით ცხოვრობს, მათ მხოლოდ ერთი კურსი ისწავლეს ერთად და იმის შემდეგ ბიძინა თვალით არ უნახავს,მოჭიდავე ქარელის სოფელ ხვედურეთიდან ჯემალ მჭედლიშვილი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი,2000 ლარს იღებს 10 წელზე მეტია და მასაც არ უნახავს ივანიშვილი ახლოდან არასდროს,დვანელი პატარა უსმენო ბიჭი კოპაძე, რომელსაც რამდენიმე თასი ლარი გადაურიცხა მკურნალობისთვის, ეს ჩემს სიახლოვეს, ან იქნება აწკავწკავებული მსახიობები არ გახსოვთ გასულ წელს ყოველთვიური დახმარება რომ შეუჩერდათ ერთი თვით და დებოში რომ მოაწყვეს რიღათი დავფაროთ ბანკის ვალებიო,ყველა დიდ მსახიობს მან გაუკეთა ოპერაცია, თანაც უკვე მოხუცებულებს, რითი ამოიღო ის ვალი? ნამდვილად არ არის ბიძინა პოლიტიკოსი, თანაც კარგი, მაგრამ ქველმოქმედებაზე რატომ უფურთხებთ თქვე მართლა მონებო, ათასი წელიც რომ გავიდეს როგორ უნდა დაივიწყიოთ მისი აღდგენილი მუზეუმები და ტაძრები,ფუ მართლა არ ჰქონია უმადურობას საძღვარი, დავემდურო რატომ მე არ მაძლევს-მეთქი?
mamuka09ze-s
21 თებერვალი 2017 17:36
0
ჩემი აზრით guga-ს და მისნაირების სამსახური აქ ბიძინას ლანძღვაა, მე მგონი ამაში ხელფასსაც აიღებენ.
კეთილი საქმის მკეთებელს ყველას მადლობა მინდა ვუთხრა,გრიგოლიჩზე დიდი ქველმოქმედი კიდევ მე ქართველი არ მეგულება.
tuxia
21 თებერვალი 2017 17:35
0
აზროვნებაზე ეტყობა ყველას რა ხვითოცა და რა ბაგაჟითაც დადის ისე ზრდილობა და აღზრდა რო დეფიციტია ქვეყანაში ესეც ხო ნათელია მონებს უძახიან სხვებს და თვითონ ვინები არიან ნეტა უბრალოდ ინტერნეტს ამოფარებული თანამედროვე ნაცარქექიები და ვისი მონები კიდე ისედაც კარგად ჩანს ლექსიკიდან გამომდინარე.
qutaiseli
21 თებერვალი 2017 17:27
0
ამ კომენტარებმა ლამის გადამრია. რომ არ წამეკითხა, მეგონებოდა, რომ სტატია პოლიტიკაზეა და არა რაგბიზე.
ვირაც წერს, 1200 000 (მილიონ ორასი ათასი) გაჭირვებულია და იმათ დაეხმაროსო. კაცი რომ ამას დაწერრს, იმას ჭკვა აქვს ტავში?
გავაზელი
21 თებერვალი 2017 17:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული