Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
ხალხო რამ დაგბოღმათ ასე?როგორ შეიძლება კეთილი საქმის კეთება გწყინდეთ?თუნდაც ბიუჯეტიდან იყოს გადასხდელი ეს თანხა მერე რა მოხდა როცა ამხელა ასპარეზზე გასვლის შანსი აქ ქართლ რაგბს.მითუმეტეს თუკი ეს კაცი გადაიხდის ამაში ცუდს რას ხედავთ?უმადურები ნუ იქნებით და ყველაფერს ნუ გააუფასურებთ.
ზვიადი
21 თებერვალი 2017 12:27
0
ხალხო რამ დაგბოღმათ ასე?როგორ შეიძლება კეთილი საქმის კეთება გწყინდეთ?თუნდაც ბიუჯეტიდან იყოს გადასხდელი ეს თანხა მერე რა მოხდა როცა ამხელა ასპარეზზე გასვლის შანსი აქ ქართლ რაგბს.მითუმეტეს თუკი ეს კაცი გადაიხდის ამაში ცუდს რას ხედავთ?უმადურები ნუ იქნებით და ყველაფერს ნუ გააუფასურებთ.
ზვიადი
21 თებერვალი 2017 12:24
0
ირინა ხელისუპლება ბიძინაა ხო კარგათ იცი კაცმა 13 ში ზოოპარკი რო დაიტპორა და დაინგრა ზოგი ჩირი მარგებელიაო აი მანდ გამოჩდა ვინარის ბიძინატქვენი
guga
21 თებერვალი 2017 12:05
0
ნეტავ 10 კაცი იყოს ბიძინას მსგავსი ქველმოქმედი საქართველოში მაგას რა ჯობია
kika
21 თებერვალი 2017 11:30
0
"გაიტანეთ გრენლანდია"--ამოვიდა კისერში ბიძინას ამდენი რეკლამირება.მოვა დრო და გაიტანენ "გრენლანდიას"
mamulo
21 თებერვალი 2017 11:23
0
ბატონ ბიძინა ფეხბურთისა და რაგბის გულEმატკივრებისაგან დიდი მადლობა ეკუთვნის და არა კრიტიკა თუმცა დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა მის გვერდითაა ღმერთმა გაგახაროს ჩვენი გახარებისთვის.
samtredski
21 თებერვალი 2017 11:23
0
ეჰ...უმადურობის და უმეცრების ზეიმი..ბატონი ბიძინა ამისთვისაც მზად არის
ბადრი გოცაძე
21 თებერვალი 2017 11:18
0
ესეც დეილი მეილის ლინკი უმადური ურწმუნოებისთვის http://www.dailymail.co.uk/sport/rugbyunion/article-4240338/Georgia-chasing-place-Six-Nations.html
გოგიგე
21 თებერვალი 2017 11:18
0
ზალიან მიკვირს იმ ადამიანების რომ არ ჯერატ.გაიზახიტ ხალხს მიხედოსო--ხალხს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს.ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს ყველაფერი და არა ბიზინამ. ამდენი ქველმოქმედების სემდეგ ნუტუ არ გრცხვენიატ ასეტი უმადურობა სეიზლება?ბატონ ბიზინას აქვს და ექნება. გმერტმა სეარგოს.ისე მტელი საქარტველო გინდატ არცინოს?
irina
21 თებერვალი 2017 10:44
0
10 იმდენის ამოღებას რომ გაიძახის იმ ხალხთან მაქვს ერთი კითხვა,პოლიტიკას რომ შევეშვათ, რაგბში 100 მილიონი რომ ჩადო იქიდან რამდენი მიიღო ბიძინამ? თქვე კაი ხალხო პოლიტიკაში ფულისსაკეთებლად მოვიდაოკიდევ შეიძლება დააბრალო ამ ადამიანს და მაგრამ რაგბსაც ფულის საკეთებლად ეხმარებოაო ამას რა ლოგიკიტ ამბობთ?
irakli
21 თებერვალი 2017 10:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული