ცნობილმა სარაგბო ჟურნალისტმა გევინ მორტიმერმა ფრანგული Midi Olympique მოიყვანა წყაროდ.
მოკლედ, რაგბი ევროპის ორგანიზაციის შეფი ოქტავიან მორარიუ ექვსი ერის ორგანიზაციას ოფიციალურად მიმართავს, შემოიღონ პლეი ოფის მატჩი, რომლის არსი ასეთია - ექვს ერზე ბოლოადგილოსანი მომავალ სეზონში ადგილის დასაბევებლად ერთა თასის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს და უშუალო შეხვედრაში დაამტკიცოს, რომ ელიტაში თამაშის ღირსია.
მოგვიანებით გევინ მორტიმერმა უფრო დააკონკრეტა - შეხვედრა პარიზში 9 მარტს შედგება.
"ხის კოვზი" ნიშნავს ყველა თამაშის წაგებას. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, პლეი ოფი მხოლოდ იმ სეზონში გაიმართება, როცა ექვსი ერის ბოლოადგილოსანი ყველა მატჩს წააგებს. სწორედ ასეთი იყო კლაივ ვუდვორდის იდეა. პრინციპში, ესეც საქმეა, როგორც ჩანს, ყინული დაიძრა...
ასევე იხილეთ:
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებით იტალია 12 საუკეთესოში რომ ვერ მოხვდეს (არადა ამის ალბათობა დიდია), შემდეგ ჩემპიონატის შესარჩევში სად ან როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა? რა, ექვსი ერის შემადგენლობაში მორიგი ხის კოვზის მიღებით უნდა დაიბევროს ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე?