Midi Olympique: 9 მარტს ექვს ერზე პლეი ოფის შემოღებაზე მოლაპარაკება გაიმართება

AutoSharing Option
ჩვენ უკვე შეგატყობინეთ, რომ სულ მალე რაგბი ევროპის ორგანიზაცია ექვსი ერისგან ოფიციალურად მოითხოვს პლეი ოფის შემოღებას. ცოტა ვრცლად ამის შესახებ:

ცნობილმა სარაგბო ჟურნალისტმა გევინ მორტიმერმა ფრანგული Midi Olympique მოიყვანა წყაროდ.

მოკლედ, რაგბი ევროპის ორგანიზაციის შეფი ოქტავიან მორარიუ ექვსი ერის ორგანიზაციას ოფიციალურად მიმართავს, შემოიღონ პლეი ოფის მატჩი, რომლის არსი ასეთია - ექვს ერზე ბოლოადგილოსანი მომავალ სეზონში ადგილის დასაბევებლად ერთა თასის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს და უშუალო შეხვედრაში დაამტკიცოს, რომ ელიტაში თამაშის ღირსია.

მოგვიანებით გევინ მორტიმერმა უფრო დააკონკრეტა - შეხვედრა პარიზში 9 მარტს შედგება.
თუმცა ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკების თემაა პლეი ოფი ექვს ერზე "ხის კოვზის" მფლობელსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის.

"ხის კოვზი" ნიშნავს ყველა თამაშის წაგებას. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, პლეი ოფი მხოლოდ იმ სეზონში გაიმართება, როცა ექვსი ერის ბოლოადგილოსანი ყველა მატჩს წააგებს. სწორედ ასეთი იყო კლაივ ვუდვორდის იდეა. პრინციპში, ესეც საქმეა, როგორც ჩანს, ყინული დაიძრა...

ასევე იხილეთ:
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 18 /
ძალიან კარგი მოთამაშეები გვეზრდებიან არ გვჭირდება 6 ერი მსოფლიოს დაანახვებენ რომ არსებობს ალტერნატიული გზებიც ხის კოვზი ხის გობი ვერცხლოს კოვზი და ა.შ. აღარ დაგვჭირდება.
misha
21 თებერვალი 2017 21:14
0
წელს ეგ აღარ მოესწრება, თუმცა იტალია ყველა თამაშს წააგებს, რადგან საფრანგეთსაც და უელსაც მოგება სჭირდებათ მსოფლიო ჩემპიონატის წილისწყრაში მეორე კლათაში, რომ მოხვდნენ. შემდეგ წელს ეგ აღარ იქნება საჭირო და გამოჩნდება გუნდი, რომელიც იტალიას ფრეს "მისცემს". მკვდარი ამბავია. რაღაც სხვა, ალტერნატული გზა უნდა მოიძებნოს.
gogig
21 თებერვალი 2017 15:36
0
ხის კოვზი არა ჩამჩა
Temida
21 თებერვალი 2017 14:05
0
ფინანსი პაიუტ რომანსი. ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. გვექნება ფული და მოუმატებთ თამაშს, მიგვიღებენ ადრე თუ გვიან, არ გვექნება ფული და არ მოუმატებთ თამაშს, არ მიგვიღებენ. ესაა ამის მარტივი ფორმულა. მთავარი და უპირველესი, მაინც ფინანსებია. აბა ვინ გაიკრავს ხელს ჯიბეზე, ვნახოთ.
დათუნიკა ვალიკუნას ძე ჭელიძე
21 თებერვალი 2017 12:36
0
არა მგონია პლეი ოფს დათანხმდნენ რადგან იტალია ამ დონით თუ ექვსი ერიდან ამოვარდა ჩვენი ხის კოვზის შემთხვევაში იქ ვერასოდეს ვეღარ ამოვა ხოლო კომერციული თვალსაზრისით დიდი დანაკარგი იქნება 6 ერისათვის რადგან მარტო ტრანსლიაციის გაყიდვით 30 მილიონი ევრო შედითო ორგანიზატორებს. ვფიქრობ ამ ეტაპზე პლეი ოფს დათანხმდებიან, შემდეგ კი კარებს გაღებენ. გერმანიის გაძლიერება ჩვენს წისკვილზე დაასხამს წყალს რადგან ამ გიგანტს იქ შესვლაზე უარს არ ეტყვიან. სწორედ ამ ნაკადს შევყვებოდით ჩვენც
მდა
21 თებერვალი 2017 12:10
0
უსერიოზულესი არგუმენტი ექვსი ერის ფორმატთან დაკავშირებით:
იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებით იტალია 12 საუკეთესოში რომ ვერ მოხვდეს (არადა ამის ალბათობა დიდია), შემდეგ ჩემპიონატის შესარჩევში სად ან როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა? რა, ექვსი ერის შემადგენლობაში მორიგი ხის კოვზის მიღებით უნდა დაიბევროს ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე?
რამაზ
21 თებერვალი 2017 11:48
0
აქ მთავარი გამოცდილებაა რასაც ბიჭები მიიგებენ დიდ გუნდებთან თამაშით.რუმინეთის მოგება გვქონდა სანატრელი შეგახსენებთა ახლა აქეთ ენატრებათ ჩვენებურების მოგება, ასე რომ ორ სამ წელიწადში ამ ტემპებით მაგათაც გავამწარებთ. მოთმინება მოთმინება მწარე ენების პატრონებო
gio
21 თებერვალი 2017 11:00
0
თუ არ დაიწყე მაგათტან თამაში, მუდამ ხის კოვზი კი არა, გატეხილი ტაშტი გექნება და რომელი ჯობია?!
გიორგი-ს
21 თებერვალი 2017 10:48
0
ამ ამბიდან რა გამოვა არ ვიცი, მაგრამ ხშირად, რომ გვეთამაშონ პირველ ეტაპზე ურიგო არ იქნება
ლევანი
21 თებერვალი 2017 10:24
0
და ვის გინდა მოუგო? შოტლანდიას თU საფრანგეთს? არ თქვათ ახლა ირლანდიას უელსს და ინგლისსო. ჩვენც ხის კოვზი გვექნება თან კარგა ხანს
giorgi
21 თებერვალი 2017 04:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული