საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გერმანიასთან გამარჯვებისა და იტალიის ეროვნული გუნდის ექვსი ერის გათამაშებაში განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ უცხოურ პრესაში დებატები არ წყდება. განსაკუთრებით აქტიური ბრიტანული მედიაა. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ რამდენიმე გამოცემის მოსაზრება.

- Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
- Midi Olympique: 9 მარტს ექვს ერზე პლეი ოფის შემოღებაზე მოლაპარაკება გაიმართება

თემა ჯერაც არ დახურულა და, როგორც ჩანს, დავა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. თუმცა, სადავოც თითქოს არაფერია. ერთ მხარეს თითქმის მთელი სარაგბო სამყარო, მედია და ქომაგები
არიან, მეორე მხარეს კი - ექვსი ერის ბოსები. მათზე ზეწოლა ნელ-ნელა იზრდება და ადრე თუ გვიან ჩვენთვის სასურველ შედეგს აუცილებლად მოიტანს.

ამჯერად გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს ორი უცხოური ვებგვერდიდან. აი, რა წერია rugbypass.com-ზე, სადაც სტატიის სათაურია: "საქართველო მზადაა, 55 ათასი მაყურებელი შეკრიბოს ექვსი ერის ყველა მატჩზე".

"იტალიის ნაკრების ზედიზედ ორმა მარცხმა ექვსი ერის გათამაშებაში ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან, ეჭვქვეშ დააყენა ამ გუნდის ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილეობის მიზანშეწონილობა.

ყველა აქამდე გამოთქმული მოსაზრებიდან შეჯიბრების ფორმატის თაობაზე, არსებობს საერთო ხედვა, საქართველო არის სარაგბო ქვეყანა, რომელიც ექვსი ერის გათამაშებაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს. მან ან უნდა ჩაანაცვლოს იტალია, ან დაემატოს მეშვიდე ერად.

აი, რა გვითხრა "მსოფლიო რაგბის" საბჭოში საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ნიჟარაძემ.

- შემიძლია დაგპირდეთ 55 ათას მაყურებელს ყველა თამაშზე. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან. შეკითხვა მაქვს: გვითხარით, რა უნდა გავაკეთოთ? რა გვჭირდება, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდეთ? გვითხარით და გავაკეთებთ. ქვეყანა მზადაა ამისთვის. მარტო რაგბი არა, მთლიანად ქვეყანა, რადგან რაგბი ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა.

თბილისი ულამაზესი ქალაქია, უძველესი ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ინგლისიდან, ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან და იტალიიდან ჩამოსული ქომაგები ისიამოვნებენ რაგბით, მშვენიერი ქალაქით და ქართული ღვინით, საქართველო ხომ უძველესი ღვინისმწარმოებელი ქვეყანაა.

თუ ჩვენ რაგბის ფასეულობებზე ვსაუბრობთ, მაშინ ორმაგი სტანდარტი მიუღებელია. არ შეიძლება შექმნა რაღაც ცალკე აღებული სარაგბო VIP-კლუბი, მერე დადგე და სამართლიანობაზე ილაპარაკო".

ექვსი ერის გაფართოებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმაც malaysiandiegest.com-თან საუბრისას:

"ვფიქრობ, რომ გავარდნის სისტემა უნდა არსებობდეს თუნდაც ისეთ ტურნირზე, ექვსი ერის გათამაშება რომაა. დარწმუნებული არ ვარ, რომ კარგია, როცა სისტემა დახურულია. თუმცა, ეს მარტო იტალიას არ ეხება. იყო დრო, როცა შოტლანდიაც ასეთივე სუსტი იყო, როგორიც დღეს იტალიაა.

ცხადია, ეს მალე არ მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსაფიქრებელია სისტემა, რომელიც მისცემს საქართველოს და რუმინეთს საშუალებას, ექვსი ერის გათამაშებაში მოხვდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
55 ათასი პრობლემა არ არის, თუმცა ფასს გააჩნია, 6 ერის პირველობის მატჩებს რა ფასი ადევს და ფასის დადება ვისზეა დამოკიდებული, თვითონ თუ აწესებენ, დაბალი ფასები არ ექნება, და მერე პრობლემა იქნება სტადიონის შევსების
dato
23 თებერვალი 2017 10:51
0
ისე იტალიაც რომ დატოვონ უფრო მაგარი იქნება აქ რომ ჩამოვლენ თავი უნდა შევაკლათ და მოვუგოთ ტესტ-მატჩსაც რომ არ გვეთამაშებიან
912
22 თებერვალი 2017 18:28
0
სეზონში 3-ჯერ თუ ვერ გავავსეთ სტადიონი, ღირსებიც არ ვყოფილვართ 6 ერის. სუბსიდირება სოფლის მეურნეობას სჭირდება და არა ბილეთის ფასს...
tngh
22 თებერვალი 2017 17:15
0
gogig-ს დადებულ ლინკს მიაქციეთ ყურადღება და მივცეთ ხმა, ამით ვერ შევცვლით რამეს, მაგრამ ასეთ ძლიერ საიტზე იყოს სტატისტიკა ჩვენ სასარგებლოდ და ნახონ.
tazo
22 თებერვალი 2017 17:02
0
ziz-ს. ღმართმა ქნას და ჩვენი ნაკრები მალე გვენახოს აღზევებული ევროპულ ელიტაში. რაც შეეხება შენს კომენტარს ინგლისის ნაკრებთან დაკავშირებით, ნუ მიწყენ და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ცნობისათვის მინდა შეგასხენო, რომ ინგლისის სარაგბო ნაკრები 26-ჯერ არის ექვსი ერის ჩემპიონი და რაც ყველაზე მტთვარია, მის მონაგარში 12-წლიანი წაუგებელი სერიაა ამ გათამაშებაში. ამასთან ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2003 წელს და არაერთგზის ფინალისტია. ასე რომ, როცა კომენტარს აკეთებ, ჯობს მანამდე მოქექო ინფორმაცია მოიძიო.
zako
22 თებერვალი 2017 16:57
0
ადგილი კი არ უნდა ვიყიდოთ როგორ ზაზას გამო შეცვალეს წესები ისე უნდა დავანგრიოთ ის კედელი გაზპრომმა რო გადაიხადოს ატჯერ მეტი რა ანუ ღირსია რუსეთის ნაკრები? ფულით ნაყიდს ყველა წამოგვაძახებს პირვე;;ი 5 წელი განსაკუთრებით მძიმე იქნება თუ მეტი არ დაგვჭირდა თანაბრად ბრძოლისთვის გრანდებთან რაც შეეხება 55 000 კაცს თუ ათ ლარამდე იქნება გაივსება მარა ექვს ერზე ბილეთს ათ ლარადვინ გაყიდის? 100 ლარიც კი გამართლება იქნება
ნოდო
22 თებერვალი 2017 16:38
0
გეთანხმები რომ შოტლანდიასა და ირლანდიამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, მაგრამ გაიხსენე ირლანდიის მიერ ჩვენთან ბოლო წუთებზე ძლივს მოგებული მატჩი (მსოფლიო ჩემპიონატზე), შოტლანდიასთან თამაშის მეორე ნახევარი, არგენტინასთან, რომ არა გორგოძის გაძევება, თანაბარი თამაში და დარწმუნდები რომ არც თუ ისე წყალწაღებულნი ვართ.ყოველ შემთხვევაში იტალიასთან თამაშისას სათამაშო ინტრიგა ინტრიგა ყოველთვის იქნება.
giorgi-ს
22 თებერვალი 2017 16:31
0
აბა ევროპულთან მიახლოებული ფასები დაადე. მერე ვნახოთ როგორ შეივსება. უფასოდ ბებიაჩემიც მივა სტადიონზე.
haha
22 თებერვალი 2017 16:10
0
ცნობილი სარაგბო ინტერნეტ გამოცემა "პლანეტ რაგბი" ატარებს გამოკითხვას "უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო 6 ერის ტურნირში". შედით ამ ლინკზე:http://www.planetrugby.com/news/expert-witness-moody-on-the-six-nations/ და სტატიის შუაში არის გამიკითხვის ცხრილი. დააჭირეთ: Yes, long overdue. მხარი დავუჭიროთ ქართულ რაგბის ევროპულ მომავალს. .
gogig
22 თებერვალი 2017 15:55
0
რა მოიგეს ბრიტანელებმა ფეხბურთი თუ ითამაშეს სხვებთან?
იგივე რაგბი ავიღოთ, გასულ მსოფლიოზე რა შედეგი დადეს?
რატომღაც მგონია რომ მაგათი "კონსერვატიულობა" უფრო კომერციული პრაქტიკულობაა
ziz
22 თებერვალი 2017 15:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული