საქართველოს რაგბის კავშირის პოზიცია: ვერ დაველოდებით ექვსი ერის კეთილ ნებას

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირი "ბორჯღალოსნების" ექვს ერში მიღებასთან დაკავშირებით საკუთარ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"ექვსი ერისა" და "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" განახლების შემდეგ უცხოურ პრესაში ევროპის უძლიერესი ტურნირის, ექვსი ერის ფორმატის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრები განახლდა.

- Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
- Midi Olympique: 9 მარტს ექვს ერზე პლეი ოფის შემოღებაზე მოლაპარაკება გაიმართება
- ნოემბრის ტესტ-მატჩი: "ბორჯღალოსნები" უელსს ესტუმრებიან
- საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
- Planet Rugby: კრიმინალია, საქართველოს
რაგბის განვითარების საშუალება რომ არ ეძლევა

- ექვსი ერის დირექტორი: ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები

ამჯერად აღარავინ საუბრობს ექვსი ერიდან იტალიის მოკვეთაზე და მისი საქართველოთი ჩანაცვლებაზე. აქცენტი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შორის გადათამაშების დანიშვნაზე, ან ტურნირის გაფართოვებაზე კეთდება.

ამასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის პოზიცია ასეთია:

ვერ დაველოდებით ექვსი ერის კეთილ ნებას. "საქართველოს რაგბის კავშირი ფიიანის განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში ჩავატაროთ პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან საქართველოში, რათა მთელმა სარაგბო სამყარომ იხილოს როგორ უყვართ რაგბი საქართველოში.

რაც შეეხება პრო 12-ს და ზე რაგბის. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ვგეგმავთ ჩამოვაყალიბოთ ფრანჩაიზი, რათა ვითამაშოთ რომელიმე მაღალი დონის ტურნირში, ისეთში, როგორიც პრო 12 ან ზე რაგბია, რათა განვაგრძოთ ქვეყანაში რაგბის პროგრესირება. ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული ექვსი ერის კეთილ ნებაზე და 10-15 წლით ვერ შევაფერხებთ ქართული რაგბის განვითარებას".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
შეიყვანეთ გუნდი ზე რაგბიში და აგერ მეორე კაცი ვარ ვინც ყოველ თვე ჩავრიცხავ ფულს. ერთი 100000 კაცი როგორ არ ეყოლება რაგბის გულშემატკივარი. ხოდა ყველამ ყოველ თვე მინიმუმ 2 ლარი რომ ჩარიცხოს 200000 გამოდის თვეში და 2 მილიონ 400000 წელიწადში .დარწმუნებული ვარ მეტსაც ჩარიცხავს ზოგი ცოტას სახელმწიფო მოგეხმარებათ ცოტას კერძო სექტორი და დონესაც ავწევთ მაგრად.
giorgi
23 თებერვალი 2017 23:30
0
ათას სისულელეზე ხარჯავენ ბიუჯეტიდან ხალხისგან წაგლეჯილ ფულს, ამ საქმისთვის თუ დახარჯავენ არავინ წინააღმდეგი არ იქნება, პირიქით შემოევლოთ მილიონები ჩვენ გმირ ბიჭებს
გიო
23 თებერვალი 2017 22:49
0
პროგრესი მერე ნახე სუპერ რაგბის კლასს რომ აიღებენ ბიჭები ხელით თამაშში და სწრაფ აზროვნებაში მერე გვეხვეწონ. ისე 6ერის წარმომადგენელი ცდება ევროპის 6საუკეთესო არ თამაშობს იტალია ჩვენზე უკან არი რეიტინგში და დაგვიმტკიცოს, რომ უკეთესია. ტონგამ მოუგო ფიჯიმაც და ჩვენ????? დიდი კითხვის ნიშნებია მაგათ მხარეს შეგვეჯიბრეთ იქნებ? თუ გეშინიათ?
მე
23 თებერვალი 2017 22:29
0
სუპერ რაგბიში ჩაერთონ და ყოველთვიურად ჩავრიცხავ თანხას კლუბის ანგარიშზე და ბევრი გულშემატკივარი მოიქცევა ესე მიდით ფინანსებს გავახერხებთ იქნება სახალხო კლუბი.
Me
23 თებერვალი 2017 22:25
0
რაც შეიძლება მალე უნდა ჩაერთონ ქართული კლუბები პრო12 და ზე რაგბში თუ მოხერხდება ყველაზე სასარგებლო იქნება რაგბისთვის! თუ ეს ყველაფერი მოხერხდა და თუ მართლა 10-15 წელი არ შეგვიშვეს მაშინ 15 წლის მერე უკვე ჩვენ აღარ დაგვაინტერესებს 6 ერი!! იმიტომ რომ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა დაგვთანხმდება სპარინგებზე თბილისშიც და იქ მიღებაზეც!
svan
23 თებერვალი 2017 20:53
0
სწორი პოზიციაა. ბრიტანელები ფეხბურთშიც ანალოგიურ პოლიტიკას ატარებდნენ. შედეგად ბევრმა გაუსწრო. აქაც იგივე მოხდება.
gogig
23 თებერვალი 2017 19:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული