Planet Rugby: კრიმინალია, საქართველოს რაგბის განვითარების საშუალება რომ არ ეძლევა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მორაგბე ლუის მუდიმ (71 კეპი), რომელიც ახლა რაგბის ექსპერტია, "პლანეტ რაგბის" ექვს ერში საქართველოს ნაკრების სავარაუდო დამატებაზე საკუთარი მოსაზრება გაუზიარა:

"იმის მიუხედავად, რომ საქართველო მსოფლიო რეიტინგში იტალიას უსწრებს, ამ ქვეყანას საკუთარი რაგბის განვითარების საშუალება არ ეძლევა, ეს ნამდვილი კრიმინალია. არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა გაკეთდეს ექვს ერში პლეი ოფი ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის.

მე ასევე მტკიცედ მჯერა, რომ ეს კარგია იტალიური რაგბისთვისაც. ამის შემდეგ ისინი იბრძოლებენ თავიანთი უფლებებისთვის, რომ დარჩნენ ექვს ერში. იმის ნაცვლად,
რაც წლებია გრძელდება, იტალია მშვიდად თამაშობს და აქა-იქ აჩვენებს კარგ შედეგს. კონორ ო'ში ნამდვილი პროფესიონალია, მაგრამ იტალიელებს ჩამოუყალიბდათ მშვიდი მენტალიტეტი, მათ იციან, რომ არაფერი ემუქრებათ.

ფაქტია, რომ პლეი ოფი იმიტომ არ ტარდება, რომ სხვა ერებს ეშინიათ, მათ არ შეეხოთ გავარდნა. ამიტომაც აგრძელენ საუბარს, რომ ეს იდეა კომერციულად არ არის მომგებიანი", - ამბობს მუდი.

სტატიას თან ერთვის გამოკითხვა, მომწიფდა თუ არა საქართველო ექვსი ერისთვის. ამ წუთისთვის 80%-მა ხმა მისცა პასუხს - დიახ, უკვე კარგა ხანია. 9%-ს ჯერ თავისი აზრი არ ჩამოუყალიბებია, დანარჩენი კი მიიჩნევს, რომ ჯერ ადრეა.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხალხო გაიგეთ რომ 1% არაა იმის შანსი რომ საქართველომ ექვსი ერის გათამაშებაზე მონაწილეობა მიიღოს.ამას კიდევ ძალიან ბევრი მიზეზი აქვს.ყველა ექვსი ერის მონაწილე ქვეყნები არიან ერთმანეთის მეზობლები.ოთხი ბრიტანული,და პლუს ამას ინგლისი და საფრანგეთი.იქ რომ საქართველო დაუშვან ახლა წარმოიდგინეთ რა სიტუაცია იქნება,როგორც იცით ექვსი ერის გათამაშება არის კომერციული ტურნირი.შოტლანდიელი ნამდვილად არ ჩამოვა თბილისში თავისი ნაკრების თამაშის საყურებლად,აი ლონდონში და პარიზში და რომში კიდევ წავა...აი,ასეთ უამრავ ფაქტორს აქცევენ ყურადღებას და მაგიტომაც ვართ აქ.ისე კი ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე და მიგვიღონ...
აჩიკო
13:58 23-02-2017
0
6 ერში გაწევრიანებამდე ამხანაგურად სათამასოდ გამოუშვან იტალია თბილისში და თამაშის მერე ილაპარაკონ; სამართლიანია?
მერაბი გ.
12:56 23-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული