ექვსი ერის დირექტორი: ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში ჩართვაზე საუბარი უცხოურ პრესაში ისევ გრძელდება.

ძნელი სათქმელია, როდემდე გაუძლებენ ამ ტურნირის ბოსები მედიისა და თუ სარაგბო ექსპერტების ზეწოლას. ერთი კი ცხადია, ასე მწვავედ ეს საკითხი აქამდე არასდროს დასმულა, რაც ამ ეპოპეის ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულების იმედს გვაძლევს.

- Planet Rugby: კრიმინალია, საქართველოს რაგბის განვითარების საშუალება რომ არ ეძლევა

ცხადია, ასეთ მასირებულ შეტევას ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიენი უპასუხოდ არ დატოვებდა.

აი, რა უთხრა მან Daily Mail-ს:

"
ექვსი ერის გათამაშება დახურული ტურნირია, რომელიც მასში მონაწილე ექვსი სარაგბო კავშირის საკუთრებაა. ეს ექვსი კავშირი აკონტროლებს ამ შეჯიბრებას. ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები. დღეს აბსოლუტურად კმაყოფილები ვართ იმით, რომ ჩვენს შეჯიბრებაში ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი მონაწილეობს".

ის იტალიის ნაკრების ბოლო პერიოდის წარუმატებლობაზე ასე რეაგირებს:

"ერთი სული გაქვთ, ვინმე წაიქცეს, რათა წიხლებით შედგეთ. ნებისმიერი ცვლილებისთვის ჩაკეტილები უნდა ვიყოთ? არა, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტისთვის საჭიროა გარკვეული დრო - 10 ან 15 წელიწადი. უნდა ავირჩიოთ საუკეთესო, რაც წაადგება ჩვენს ექვს კავშირს. თითოეულმა მათგანმა უნდა დაადასტუროს, რომ ამა თუ იმ კონკრეტული ცვლილების მომხრეა. ხოლო სხვა გუნდებზე საუბარი დღესდღეობით ნაადრევია.

"მსოფლიო რაგბის" უფლება არ აქვს, გვიკარნახოს, რა უნდა ვქნათ. ის ჩვენ არ გვაკონტროლებს, ჩვენზე რაიმე უფლება არ აქვს. ჩვენი საქმეა ექვსი ერის გათამაშების ორგანიზება. "მსოფლიოს რაგბის" საქმე კი, რაგბის საყოველთაოდ განვითარებაა. განავითარონ. ეს ჩვენი საზრუნავი არ არის."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
. "მსოფლიოს რაგბის" საქმე კი, რაგბის საყოველთაოდ განვითარებაა. განავითარონ. ეს ჩვენი საზრუნავი არ არის. ჩოილარია აბა რა. მსოლიოზე არ ათამაშონ ექვსი ერის არცერთი წარმომადგენელი. ეთამაშონ ერთმანეთს და იყვნენ, როგორ განვითარდებიან ხმა გამოვა.
ვანო
08:52 13-11-2017
0
ქვეყნების დანაკუწება რომ კარგად მართო, გააკეტო ის რაც ფინანსურად უკეტესია. ეს ბისნესია და არაფერი პიროვნული ამაში არ არის.
დაუშვა საქართველო იტალიის მაგივრად და ფული დაკარგო - ასეთი რაგაცეებს დასავლეთში არ აკეთებენ - მე მეგონა რომ მართო ჩემს ტაობას - პერესტროიკას რომ მოესწრო - ჯეროდა ასეთი ზღაპრები.
ამკ
06:58 13-11-2017
0

სიახლეები პოპულარული