Corriere dello Sport: 2018 წლის ნოემბერში იტალია და საქართველო ტესტს ითამაშებენ

AutoSharing Option
იტალიური სარაგბო ბლოგი rugby1823 იუწყება, რომ 2018 წლის ნოემბერში ტესტ-მატჩი გაიმართება იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. ბლოგს წყაროდ ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport მოჰყავს.

ამ ნაკრებებს ერთმანეთში არ უთამაშიათ 2003 წლის სექტემბრის შემდეგ. მაშინ ასტიში იტალიამ 31:22 მოიგო.

ბუნებრივია, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ექვსი ერის ტურნირზე თამაშს. დღეისათვის, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, ხოლო იტალიელები მე-14 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ცხადია მატჩი გაიმართება იტალიაში, მსაჯს შეარჩევენ სპეციალურად რათა იყოს მთლიანად მიკერძოებული და იტალია გაორმაგებული მონდომებით მოემზადება ამ მატჩისთვის. თუ მაგრად არ ვეთამაშეთ კიდევ გაურკვეველი ხნით "გადაგვდებენ". მსგავსი ვირეშმაკობა არც ერთ სხვა სპორტში არ არსებობს.ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ იმ მომენტისათვის "ნახევარი თავით" მაინც მაღლა ვიყოთ.
sandro
24 თებერვალი 2017 16:10
0
რა მაინტერესებს იცით - აი რო წავაგოთ 10 წლით გადაიდება ისევ გაწევრიენება არგაწევრიანება? ჩემი აზრით დრეს იტალია გვჯობნის თუნდაც კლასის ხარჯზე და ესეთი ოპტიმიზმი ძალიან გადაჭარბებულია
dato
24 თებერვალი 2017 15:15
0
დაიძრა ყინული.ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებზე. როგორ თამაშს აჩვენებს u20 მსოფლიო ჩემპიონატზე.ამ ეტაპზე როგორმე უნდა გავიყვანოთ ევროტურნირებზე კლუბები
გურჯი
24 თებერვალი 2017 14:48
0
სადაც უნდათ იქ ჩაატარონ ჩვენთან შანსი არ ექნებათ,თუ მსაჯმა არ ჩაგვძირა
ნიკოლოზ
24 თებერვალი 2017 14:37
0
მთავარია თამაში იყოს ნეიტრალურ მოედანზე და მსაჯიც არ იყოს ტენდეციური, დანარჩენს ჩვენი ბიჭები მიხედავენ:):):)
saakadze
24 თებერვალი 2017 13:45
0
ჯერ 17 ის ტესტები არ ვიცით და ესინი 18 ს აბრახუნებენ რაღაც ისევ იტალიურ ნომერს ჰგავს
მერაბი
24 თებერვალი 2017 13:03
0
იმედია ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდება საფრანგეთში!!!! ისე ადვილია ძალიან ბევრს ნიშნავს სახლში თამაში...!
svan
24 თებერვალი 2017 12:55
0
თუ სიმართლეა, იტალია ორ წელიწადს მაგ თამაშისთვის მზადებას დაყთმობს :-)
რეზო
24 თებერვალი 2017 11:44
0
"საქართველოსა,იქ გადუწყდება,თავისი ბედი და უბედობა."
იქ დამარცხება სერიოზულად გაგვიგრძელებს გზას,ექვსი ერისაკენ,ამიტომ აუცილებელია გამარჯვება.მაფიქრებს მხოლოდ ის,რომ მომავალ წელსაც, რაგბი ევროპაზე, ჩვენთან მთელი ძალით არავინ ითამაშებს და შესაბამისად ჩვენი ნაკრები შეიძლება სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდეს ამ მატჩს.
სოსო
24 თებერვალი 2017 11:34
0
ეხლა ეს უკვე კარგად გათვლილი ამბავია მაგ დროისთვის საქართველოს დღევანდელი ლიდერებიდა არავინ ეყოლება ეხლა მომავალ თაობას უნდა მოვთხოვოთ დაუძინებელი შრომა რადგან ლეონსიოდან გორგოძით გაგრძელებული კარგათ შეავსონ .
xalxs
24 თებერვალი 2017 11:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული