მილტონ ჰეიგმა ესპანეთთან თამაშისთვის "ბორჯღალოსნების" "ძველ გვარდიას" უხმო

AutoSharing Option
25 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის III ტურის შეხვედრას მასპინძელ ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, "ბორჯღალოსნები" ჯერ ბარსელონის მახლობლად, სან-ვოიში დაბინავდებიან, 2 მარტიდან კი დაბა მედინა-დელ-კამპოში გადავლენ, სადაც ჩატარდება კიდეც მატჩი.

ესპანეთი-საქართველოს შეხვედრა 4 მარტს, თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ესპანეთთან თამაშისთვის "ძველ გვარდიას" - ჯაბა ბრეგვაძესა და შალვა მამუკაშვილს უხმო, ასევე - მეორეხაზელ კოტე მიქაუტაძეს. ნაკრებში წელს პირველად ითამაშებს
20 წლის ვასილ ლობჟანიძეც, უკანა სამეულში კი გამოიცდებიან პერსპექტიული ახალგაზრდები - ირაკლი სვანიძე და სოსო მათიაშვილი.

"ჯაბასა და შალვას იმიტომ დავუძახეთ, რომ ორივე კვაჭი დაგვიშავდა: ბადრი ალხაზაშვილი მინიმუმ 4 კვირით გამოგვაკლდა, ხოლო გიორგი ჭყოიძე - ორით.  კოტე დავიბრუნეთ, რათა უკეთ დავაკომპლექტოთ მეორე ხაზი - ამ რგოლში ვინმე რომ დაგვიშავდეს, გაგვიჭირდება.

ვასკა ტოპ 14-ის ძირითადში ცოტას თამაშობს. მისი დამატებით უკეთ ვირაგბებთ იმ ყაიდაზე, რაც მიზნად დაგვისახავს.

სოსო და ირაკლი ჩვენი "განვითარების გეგმის" წევრებად მოიაზრებიან. ისინი თავიდან არ ვიხმეთ, მაგრამ მარტში მათ გამოცდას წინდაწინვე ვგეგმავდით. დავაკვირდებით, როგორ ივარჯიშებენ დამდეგ კვირაში და თუ ესპანეთთან თამაშის შანსი მიეცათ - როგორ გამოიჩენენ თავს, განსაკუთრებით - შეტევაში", - აცხადებს ჰეიგი.

"ბორჯღალოსნები" ესპანეთს ამ შემადგენლობით ესტუმრებიან:
მერაბ კვირიკაშვილი, ბექა წიკლაური, სანდრო თოდუა, ირაკლი სვანიძე, სოსო მათიაშვილი, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, გიორგი კოშაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი თეთრაშვილი, თორნიკე მატარაძე, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძე, სოსო ბეკოშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ბექა გორგაძე, საბა შუბითიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე.
მკითხველის კომენტარები / 10 /

ფ ა ქ ტ ი ა 2 - ნომერი გ ვ ი ჭ ი რ ს- კარგი და ძ ა ლ ი ა ნ ეფექტური იქნება 2 ნომერზე თხილაშვილის მომზადება ნაკრებისათვის!
glaxuna
01:42 26-02-2017
0
საჯაია გამოცადე მელიტონ, ძალიან მომწონს.
დათო
02:00 26-02-2017
0

სიახლეები პოპულარული