"შავი ლომის" კვაჭი შალვა მამუკაშვილი დარწმუნებულია, რომ სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში გუნდს მაღალი დონის თამაშები ელის და ეს გუნდის წევრებს 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებაში დაეხმარება.
რაგბი ევროპის სუპერთასის ორგზის ჩემპიონი "შავი ლომი" ურუგვაიში შაბათს გამთენიისას მიემგზავრება. გუნდი სამხრეთ ამერიკაში თვეზე ოდნავ მეტხანს დარჩება და ამერიკის სუპერლიგის გუნდებთან ხუთ თამაშს გამართავს.
"ამ ტურნეს მიზანია, რომ გუნდი და მისი თითოეული წევრი საუკეთესო ფორმაში იყოს. ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს მაღალ დონეზე თამაშის დრო დაუგროვდებათ, დანარჩენებს კი აქვთ შანსი, ტესტ-მატჩებთან მიახლოებული რაგბი ითამაშონ, რაც ასევე
მნიშვნელოვანია. ვეთამაშებით სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ფრენჩაიზებს, სადაც ამ ქვეყნების ეროვნული ნაკრებების 80-90%-ია ბაზირებული, რაც მათ ხარისხზე მეტყველებს. ვეცდებით, მაღალი დონის თამაშები ვაჩვენოთ და ყველა მატჩში გავიმარჯვოთ“ – ამბობს მამუკაშვილი, რომლის ანგარიშზე 97 სანაკრებო კეპი და 12 ლელოა.

rugby.ge