დავით კაჭარავა: ჩემს რუს თანაგუნდელებს ძალიან უხარიათ საქართველოში ჩამოსვლა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსული კლუბის "ენისეის" მორაგბე დავით კაჭარავამ "შევარდენზე" გამართულ ღია ვარჯიშზე ჟურნალისტებთან საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

"ვიცით, რომ რუსეთთან თამაში ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენც ამ თამაშს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გულშემატკივარი მრავლად მოვა და მათ წინ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. "დინამო არენის" ატმოსფეროც არაჩვეულებრივია და ვფიქრობ,
კარგი თამაში გამოვა, რომელიც ჩვენთვის დადებითად დასრულდება.

განვიხილეთ რუსეთის თამაში და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ვერ ვიტყვი, რომ დიდი სხვაობაა წინა წლების გუნდებთან შედარებით.

ჩემს თანაგუნდელებს ძალიან უხარიათ საქართველოში ჩამოსვლა და 50 000 გულშემატკივრის წინ თამაში. რუსეთში, თუ არ ვცდები, 2 000 გულშემატკივარი ესწრება, სპორტსმენისთვის კი ამხელა აუდიტორიის წინაშე თამაში მნიშვნელოვანია", - თქვა კაჭარავამ, რომელიც რუსეთთან მატჩში 98-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
შეგიძლიათ, უსტვინოთ, როცა რუსები ბურთს მოიპოვებენ, ქულას აიღებენ (ნუ, თუ აიღეს), შეგიძლიათ, მთელი თამაშის განმავლობაში უსტვინოთ, ან სულაც მავთულხლართებთან მიბრძანდეთ და იქ უსტვინოთ, მაგრამ ჰიმნის დროს სტვენა არ მოსულა არც რაგბში და არც ერთ სპორტის სახეობაში.... მე აუცილებლად ვიქნები სტადიონზე და გარწმუნებთ - ჩემს გვერდში ვერავინ გაბედავს ჰიმნზე სტვენას... ვისაც ამის ახსნა სჭირდება, იმას ახსნა აღარ უშველის....
მსქროლავი ტროლი
11 მარტი 2017 14:26
0
ფეხზე წამოდექით კულტურა არ შეგელახოთ...!! ნეტავ სადაც საჭიროა იქ ქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს კულტურა....)))))))))))))))))))))))))))))))))))
svan
11 მარტი 2017 14:16
0
რუსეთის ჰიმნი იგივე სსრკ-ს ჰიმნია, ამიტომ აუცილებლად უნდა უსტვინოთ ამ ჰიმნს. შეცვალონ, ახალი შემოიღონ და მერე ვნახოთ. ახლა ვუსტვენთ სსრკ-ს ჰიმნს - პირველ რიგში და მერე რუსეთისას :DDD
alexandre
11 მარტი 2017 14:06
0
ურა პატრიოტების და ... ჯობია სახლებში დარჩეთ და იქ უსტვინეთ რაგბი კაცების თამაშია და კაცებს აცალეთ გულშემატკივრობაც
ზურა
11 მარტი 2017 13:49
0
რუსეთი რა ნაგავია ყველამ ვიცით, მაგრამ ჰიმნის დროს სტვენა საკუთარი თავის და ქვეყნის შეურაცხყოფა უფრო მგონია, ვიდრე იმ ქვეყნის, ვის ჰიმნსაც უსტვენ, ან არ ვეთამაშოთ საერთოდ, ან თუ ვეთამაშებით, პატივი ვცეთ მეტოქეს, მითუმეტეს ისეთ რაინდულ სპორტში, როგორიც რაგბია.
Bavaria
11 მარტი 2017 13:43
0
რუსეთის ნაკრები უმნიშვნელო სიძლიერისაა და დინამოზე მისი თამაში ზედმეტობას წარმოადგენს.მათ დასამცირებლად სადმე სოფლის სტადიონზე უნდა გაემართათ შეხვედრა...
status quo
11 მარტი 2017 13:21
0
ძალიან კარგი მაგრამ.... არამგონია ქვეყნის ჰიმნის სტვენით გადაფარვა უხაროდეთ და უარყოფითად არ იყვნენ განწყობილნი ჩვენ ქვეყანაზე. რასაც ხვალ ისინი აუცილებლად მოისმენენ გამწარებული ხალხისგან!
svan
11 მარტი 2017 13:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული