მილტონ ჰეიგი: კაპიტანი დაგვიბრუნდა, როტაციას კი ვაგრძელებთ

AutoSharing Option
დღეს, 11 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

"უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ გუნდს კაპიტანი მამუკა გორგოძე დაუბრუნდა.

რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და ეს იმითაა გამოწვეული, რომ გარკვეულ პოზიციებზე სიღრმეების შესაქმნელად როტაციას ვაგრძელებთ.

გასულ სამ თამაშში რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ თავი კარგად წარმოაჩინა. ეს პროცესი გრძელდება. ცუცქირიძე რამდენჯერაც შემოვიდა
ცვლილებაზე, კარგად ითამაშა და დაიმსახურა ხვალ სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა.

გელა აფრასიძე კარგი მორაგბეა, მაგრამ გერმანიასთან მას მხოლოდ ხუთი წუთი მიეცა სათამაშო დრო და ამიტომ ხვალაც მიეცემა შანსი.

ერთი სიტყვით, ახალგაზრდა მორაგბეები დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად ართმევენ", - თქვა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხალხოოო, ვისაც გინდათ სტვენა უსტვინეთ ვისაც არ გინდათ ნუ დაუსტვენთ.
maiash
13:47 12-03-2017
0
ვახ როგორ მკერდით იცავენ პუტანას ჰიმნს!!
კი მაგრამ რუსეთი და სპორტი პოლიტიკის გარეშე?!!
დიქტატურაში სპორტი-პოლიტიკის გარეშე არ არსებობს, მითუმეტეს პუტალანდში!!
vax!!
13:21 12-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული