"ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუსეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 28:14 დაამარცხეს.

"მსაჯისგან უფრო მეტ ჯარიმასა და მკაცრ ქმედებებს ველოდით.

მეტოქემ კარგი დაცვა დაგვიპირისპირა და ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს. დღეს რუსეთის ნაკრებმა პირველი 30 წუთი კარგად ჩაატარა და ალბათ, სწორედ ამიტომაც გაგვიჭირდა", - თქვა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
გაიგეთ ხალხო, რომ ამაზე კარგ შედეგს (მსოფლიო ჩემპიონატზე 2 გამარჯვება, ევროპის მე-7 გუნდი, რეიტინგში 11-12 ადგილი)ვეღარ ვაჩვენებთ. რეალობას შევხედოთ თვალებში. ღმერთმაც ქნას რომ ვცდებოდე.
vaxos-s
12 მარტი 2017 21:41
0
UKL ტოტალურად მართალს წერ

ახალგაზრდები მართლა იმედისმომცემები არიან, მაგათმა იციან ხელდახელ ბურთის გადაწვდენა და თამაში, ბებრები დაბერდნენ

რუმინეთთან დაგვჭირდება მეტი მობილიზება და ვერც ჰეიგი იქნება ის კაცი ჩამოყალიბებულ მორაგბეს ჩვევა (რჯულზე უმტკიცესი) გადააჩვიოს

კარგია ახლების წინა ხაზიც, მატარიძე საერთოდ ვინმემ დაძრა მოედანზე?

ცუცქირიძე ბრწყინავდა, ტიპს არც დაცვაში არც შეტევაში 100იანი შკალიდან 95ზე ნაკლები ინტენსივობით არ უთამაშია
alexa
12 მარტი 2017 21:38
0
ძალიან საწყენია,რომ ესპანეთთან და რუსეთთან პროგრესი ვერ დავინახე ამ ფორმაციის ნაკრებისაგან. აიტომ საჭიროა ჯერჯერობით პირველი ნაკრებით თამაში. დანარჩენი ბიჭები გვესაჭშიროება თორემ რუმინეთთში წაგება და დავასრულოთ 6 ერზე საუბარი საერთოდ.
giorgi
12 მარტი 2017 21:26
0
ჰეიგი კარგი პიროვნებაც არის და კარგი მწვრთნელიც,მაგრამ ამ ეტაპზე უკვე მასზე უფრო კარგი მწვრთნელი გვჭირდება,რათა უფრო მაღალ დონეზევითამაშოთ.
vaxo
12 მარტი 2017 21:14
0
შევაფასოთ თამაში. დავიწყოთ შერკინებით: 4 იანი შერკინებას. არც ერთი მოგებული მეტოქის რკენა. ეს რუსეთს კი არა ტონგა სამოა ფიჯის უჭირს ჩვენტან. მიზეზს ვერ ვხდები ოღონდაც სიმართლე გითხრათ რატომ. 2) ღერძი: მიუხედვად ვასკას ორი ლელოსა და კარგი პასისა (ან8უ მიუხედავად კარგი თამაშისა შეტევაში-მას ჰქონდა ლაფსუსები ტექნიკური და ეს აშკარად უთამაშებლობის ბრალია. 3) უკანა ხაზი. დღეს ის იშვიათი თამაშI იყო, სადაც უკანა ხაზმა უფრო უკეთ იტამაშა ვიდრე შერკინებამ, და სავარაუდოდ ეს ახალი სისხლის, მოტივირებული ბიჭების დამსახურებაა. დღეს მომეწონა მიყოლა ბურთიან კაცზე, აშკარად უკეთესი იყო ვიდრე წინა თამაშებში, მარა ეს ბურთის წინ გადავარდნა, ეს უბედური სენი სენადვე გვრჩება. ჰეიგი ბურთის ხელში დაჭერას და შემაგრებას ვერ ასწავლის შემდგარ მორაგბეს, ეს ბავშვობაში უნდა ისწავლოს კაცმა. დასკვმა: მთლიანად ნაკრებს გაჭირვებული 4-იანი ამ თამაშში. იყო პოზიტიური და ნეგატიური მომენტები. კარგი იყო ცუცქირიძე, კოშაძე, მოკლედ ახლები მომეწონნენ. სამწუხაროდ ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე კაჭი. იმედია სარუმინეთოდ ბიჭები მობილიზებულნი გავლენ სტადიონზე, თორე რუმინეთი მიუხედავად იმისა რო ვეღარ ბრჭყინავს, ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს საკუტარ კედლებში და მინიმუმ ძალიან ბევრი ნერვიულობა მოგვიწევს. ჰეიგის მინუსი კი ის იყო რომ ბიჭები მოედანზე გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მობილიზებული. ჩათვალეთ რო ეს ტამაში წააგეთ ბიჭებო, წაგებული თამაშის მერე კი როგორც ვთამაშობთ ეს ყველამ ვიცით, ხოდა ველოდები ფსიქოლოგიურად მომზადებულ და მოტივირებულ ნაკრებს რუმინეთში.
UKL
12 მარტი 2017 21:12
0
შჭოტლანდიას რომ ყავს ახალი ნწვრთნელი , მაგნაირი გვინდა
ალეკსანდრე
12 მარტი 2017 20:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული