"ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუსეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 28:14 დაამარცხეს.

"მსაჯისგან უფრო მეტ ჯარიმასა და მკაცრ ქმედებებს ველოდით.

მეტოქემ კარგი დაცვა დაგვიპირისპირა და ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს. დღეს რუსეთის ნაკრებმა პირველი 30 წუთი კარგად ჩაატარა და ალბათ, სწორედ ამიტომაც გაგვიჭირდა", - თქვა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 26 /

რ ა ტ ო მ ივიწყებთ გულშემატკივრებო-

6 - 22 წლამდე ბიჭი თამაშობდა სასტარტოში!
ამას ვერცერთი ნაკრები ვერ გაბედავს დღეს ...და მაინც მოიგეს,უბრალოდ უკანა ნიჭიერი ბიჭებს მხოლოდ ფიზიკური ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე აგრესიული დაცვისათვის!
glaxuna
13 მარტი 2017 13:40
0
მე მაპატიეთ მაგრამ მივმართავ რაგბის ბავშვთა წვრთნელებს! სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება ბურთით თამაშს და სისწრაფეს! დროა უკვე ვისწავლოთ სწრაფი თამაში, სწრაფი სირბილი და ნაკლები ჯარიმები მეტოქის ლელოს ხაზთან!
მომავალ თაობას მომავლის იმედით!!!
dato
13 მარტი 2017 12:37
0
გვაქვს ჩვენ საამაყო რაგბი, ევდნიერი ვარ რომ გიყურებთ!
გიორგი/
13 მარტი 2017 11:34
0
ძალიან იშვიათად ვაკეთებ კომენტარს, არ მიყვარს ეს საქმე, მაგრამ არ შემეძლო არ გამომეთქვა ჩემი აზრი აქ ნანახ კომენტარებზე. ორი რამე რაც ძალიან მომწონს და ძალიან არ მომწეონს:
1. ძალიან მიხარია რომ აქ კომენტარებს წერენ ადამიანები, რომლებიც ეტყობათ რომ ფეხბურთის გულშემატკივრები არიან და ნაკლებად ერკვევიან რაგბში.
2. ძალიან მომწონს რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი მოდის სტადიონზე რიგით თამაშზე, რომლის 100% შედეგი წინასწარ იცის.
3. ძალიან მომწონს ბებერი ლომების გვერდით როგორ იყენებენ ფაფარს ახალი ბოკვრები რომლებიც არანაკლებ თვისებებს, გონიერებას და ძალას აჩვენებენ.
4. შესანიშნავი ახალი თაობა მოდის და მომავალი უცილობლად უკეთესი იქნება ვიდრე დღევანდელი დღეა.
5. გვყავს საქართველოზე არანორმალურად შეყვარებული და უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი, რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს ქართული რეალობა და მენტალიტეტი და ჩვენს უარყოფით თვისებებს პოზიტიურად იენებს. არ ვამტკიცებ რომ მასზე მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი არ არსებობს, მაგრამ ეჭვი მაქვს ბევრი მოიძებნებოდეს კვალიფიკაციური, რომელსაც ქვეყანა ასე ეყვარება და იზრუნებს მასზე.
საშინლად აქ მომწონს:
ა) უმადურობა! უმადურობა ჩვენი ძველი გვარდიის მიმართ, რომლებმაც მოახერხეს ის რომ რიგით თამაშებზე ათიათასობით ადამიანი მოდის.
ბ) საშინლად არ მომწონს უმადურობა მწვრთნელის მიმართ, რომელიც 100% იხარჯება, არა მარტო ამ ნაკრებისთვის, არამედ ქართული რაგბის მომავლისთვის. 3-4 წელიწადში უკეთ გამოჩნდება რა აქვს უკვე გაკეთებული ქართული რაგბისთვის.
გ) საშინლად არ მომწონს რაგბის კავშირის უმოქმედობა 20 წლამდელთა ნაკრების მიმართ - არ მიეცა გუნდს საშუალება ყოლოდა მაღალი დონის მწვრთნელები რომლებსაც არ ექნებოდათ შიში მოწინააღმდეგის და არ განაწყობდნენ გუნდს ყველა თამაშის წინასწარ წასაგებად (იტალიის გარდა). არ იწუწუნებდნენ გამოუცდელობაზე, ექნებოდათ მცირედი სპორტული თავხედობა რათა ნებისმიერი მეტოქისთვის თავი არ დაეხარათ. ყველა კარგად ვხედავთ რომ შარშანდელი 20 წლამდელებიდან 5-6 კაცი ეროვნულის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ახალმა გუნდმა გაიარა მხოლოდ ერთი შეკრება - მენტალური გამძლეობის (საინტერესოა მწვრთნელებმა თუ გაიარეს?). 3 თვეში მსოფლიო თასი გვაქვს და ბაიბური არ ისმის ნაკრებზე - ნეტა ხომ გამოვდივართ?
ვერასდროს ვერ შევალთ 6 ერში სანამ 20 წლამდელებს არ ეყოლებათ ისეთივე კვალიფიკაციის მწვრთნელი როგორიც ეროვნულს და არ იზრუნებს ისე როგორც ზრუნავს ეროვნულზე მილტონ ჰეიგი.
მადლობა ბატონო მილტონ თქვენი სამსახურისთვის, ერთგულებისთვის და ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის!
გზავნილი
13 მარტი 2017 08:15
0
მელიტონა ნაღდი ქართველია. ღმერთმა დაგილოცოს ოჯახი, მადლობა თავდადებისთვის.......
ირაკლი
13 მარტი 2017 07:44
0
რუსები ამ თამაშისთვის მთელი წელი ემზადებონდნენ, ჩემი აზრია მაგრამ მგონი ეს ჩემპიონატიც ამიტომ ჩაუვარდათ ასე მწარედ ჩვენზე რომ იყვნენ კონცენტრიებულბი. და მაინც წააგეს;)) ჰაჰაჰჰაჰაჰა

უელსთან ამ წლის ნოემბერში ტესტი რომ გვაქვს მილენიუმ სტადიონზე არავინ რატო არ წერს?
vato
13 მარტი 2017 01:39
0
მთელი თამაშის მანძილზე ერთი წუთით მაინც თუ შეგეპარათ ვინმეს ეჭვი გამარჯვებაში? იყო მომენტი როცა თამაშის კონტროლი და სადავეები გავუშვით? 4 ლელო დავდეთ და რადგან რუსეთი იყო ამიტომ უნდა მოგვეგო ნოლზე? შეცდომებზე კი - თაობათა ცვლაა და აშკარად თამაშის სტილისაც და იქნებ პოზიტივი უფრო დაინახოთ და ის რასაც ჰეიგი აკეთებს - სავარჯიშო ტესტ მატჩებია იცით ყველამ ეს ჩვენთვის და ბიჭების გამოცდა, შეთამაშება ჯობია 30-40 ქულით მოგებას.
levani
13 მარტი 2017 01:21
0
მოგება მოგებაა, მაგრამ სტადიონზე მისული 50 000 მაყურებელი მეტს იმსახურებდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენებს თამაში ეზარებოდათ. რაქების გასუფთავება არ ვარგოდა. მათი შერკინება ერთხელაც ვერ მოვიგეთ. ჩვენი ტრადიციული კოზირი, მოლი ვერცერთხელ გამოვიყენეთ, მიყოლა კვლავ არ ვარგა. უკმაყოფილო ვარ თამაშის ხარისხით. არ გაგიკვირდეთ, რუმინეთმა რომ მოგვიგოს.
gogig
12 მარტი 2017 23:49
0
რა დაემართათ ტო, სულ სხვა თამაშს ველოდი და სულ სხვა თამაში ვნახე. იმედია რუმინეთთან გამოასწორებენ. 6 ერისგან კიდე ძაან შორს ვყოფილვართ სამწუხაროთ.
იკო
12 მარტი 2017 23:46
0
რაგბის ასე ემოციურად ყურების მოტივაცია რუსეთზე გამარჯვებებმა მომცა (მოგვცა).
რაღაცით მაინც ვიფხანთ გულს. ამასობაში კი ჩვენი რაგბი მსოფლიო დონის გახდა და ფეხბურთის ადგილი დაიკავა, როგორც ეროვნულმა თამაშმა.
აი ამას ჰქვია "ჟილკა".
12 მარტი 2017 23:29
0

სიახლეები პოპულარული