მერაბ შარიქაძე: რუმინელები ამ შედეგს ასე მარტივად არ გაატარებენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველო-რუსეთი 28:14 - გავექცეთ რუსეთს, ევროპა გვინდა [VIDEO+PHOTO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 28:14 დაამარცხეს.

"შეცდომები გვქონდა და მათ გამოსწორებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, თუმცა, მთლიანობაში, მატჩი ცუდი არ გამოსულა. რუსეთის ნაკრები გასულ მატჩებთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, რასაც ვულოცავ.

ეჭვგარეშეა, რომ მომდევნო მატჩი რუმინეთთან ყველაზე რთული იქნება, მაგრამ დღევანდელი ანგარიშის შემხედვარე შეგულიანდებიან. ჯაბა
ბრეგვაძეს ვეუბნებოდი, ასე მარტივად რუმინელები ამ შედეგს არ გატარებენ-მეთქი", - თქვა შარიქაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული