ევროპული მედია: კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო მზადაა!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში ანგარიშით 28:14 დაამარცხა რუსეთის ნაკრები. ამ თამაშით ევროპული მედიაც დაინტერესდა.

- Walesonline საქართველო-რუსეთზე: 55 000 მიზეზი საქართველოს "ექვს ერში" მისაღებად
- საქართველო-რუსეთი 28:14 - გავექცეთ რუსეთს, ევროპა გვინდა [VIDEO+PHOTO]

punditarena.com ეხმაურება თბილისურ მატჩს სტატიით: "კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ექვსი ერისთვის მზად არის".

"ეს იყო გამორჩეული უიქენდი ევროპულ რაგბიში და ჩვენ ამჯერად, არ ვსაუბრობთ ექვს ერზე. საქართველომ და რუსეთმა ბრწყინვალე მატჩი ითამაშეს 55 ათასი ადამიანის თვალწინ.

მაშინ, როცა იტალია განუწყვეტლივ მარცხდება ექვს
ერზე, ბევრი ლაპარაკობს, რომ დროა, ის საქართველოს ნაკრებმა ჩაანაცვლოს. და თუ საქართველოს შეუძლია რეგულარულად ისე თამაში, როგორც ამ უქმეებზე, ტურნირი ამით აუცილებლად მოიგებს.

საქართველომ საბოლოოდ 28:14 დაამარცხა რუსეთის ნაკრები, მაგრამ ამ ისტორიაში უმთავრესი სხვაა. ეს ერი გაერთიანებულია საკუთარი ნაკრების ირგვლივ. და როდესაც გუნდს ასეთი შესანიშნავი მხარდაჭერა აქვს, მას ბევრის მიღწევა შეუძლია. მართლაც, საქართველომ შესანიშნავი ლელოები გაიტანა, ამიტომაც არ არის გასაკვირი ეს სუპერდასწრება".

"საქართველო ბოლო წლებში დიდი ნაბიჯებით მიდის წინ და ის ხდება ანგარიშგასაწევი ძალა რაგბის სამყაროში. ნაკრებს ჰყავს ერთგული გულშემატკივარი, რომელთაც ირწმუნეს "ბორჯღალოსნების". ახლა დროა, იგივე გააკეთოს ექვსი ერის ორგანიზაციამ", - წერს საიტი.

ირლანდიური sportsjoe.ie:
"საქართველოს აქვს ელიტური რაგბის პოტენციალი. მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ცოტა მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ ექვსი ერის კარი შეაღოს, ან გაუკვალოს მას გზა პროგრესისკენ".

Rugby World:
"საქართველოს ნაკრებმა 55 ათასი მაყურებლის თვალწინ დაამარცხა რუსეთის ნაკრები და ამით დიდი ნაბიჯი გადადგა ზედიზედ მეშვიდედ ექვსი ერი B-ს მოგებისაკენ.

ამავე დროს, ევროპული რაგბი ოფიციალურად ითხოვს ექვს ერის ორგანიზაციისგან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას".

planetrugby.com:
"საქართველომ ოთხიდან მეოთხე მატჩი მოიგო 55 ათასი გულშემატკივრის თვალწინ. ახლა გადამწყვეტი მატჩი ბუქარესტში გაიმართება, რომელიც ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ ეტაპზე ნაადრევია 6 ერში მონაწილეობა, ჯობდა იტალია გადმოეყვანათ აქეთ უფრო საინტერესო იქნებოდა, თორემ გამოვა რომ ყველა თამაშს წავაგებთ ელიტებში და ჩვენი ხალხის რომ ვიცი ჯერ გინებით აიკლებელ რაგბისტებს და შემდეგ ამ რაგბზეც ხელს ჩაიქნევს როგორც ფეხბურთზე
zmo
14 მარტი 2017 15:06
0
gia
:D მახსოვს ერთხელ რომელიღაც რუსული გუბერნიის გუბერნატორი იძახდა: "მოსკოვში ხალხი იკრას ჭამს, ჩვენ კი კარტოფილის მეტი საჭმელი არ გვაქო. რა არი რა წესიაო, ავდგეთ და ყველამ ერთად ვჭამოთ კარტოფილიო"-:D იკრა ვჭამოთო ის კი არ უთქვამს ყველამ ერთადო, კარტოფილი ვჭამოთო :D ავსხნა რატომ დავწერე ეს? :D :D:
Ukl
14 მარტი 2017 12:14
0
კარგი იქნება 6 ერზე მონაწილე ყველა გუნდისთვის აქ დასახვედრი სიმღერა წინასწარ მოვამზადოთ..და ამ სიმღერებით გამოვხატოთ პატივისცემა მეტოქის მიმართ.. დარწმუნებული ვარ მოეწონებათ
Davit
14 მარტი 2017 11:58
0
გენაცვალეთ ბიჭებო!
soxumeli
14 მარტი 2017 10:55
0
წარმოიდგინეთ ზელანდია რომ ჩამოვიდეს დარწმუნებული ვარ სტადიონზე დასაჯდომი კი არა დასადგომი ადგილი არ იქნება
zviadi
14 მარტი 2017 10:55
0
აქ ვიშრომოთ თავდადებით , ჯერ კიდევ ხომ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის რომ ჩვენი ნაკრები სრულყოფილი გახდეს ამ მხრივ ბევრია გასაკეთებელი. შემდგომ ექვს ერში წვალებას და თავის მოჭრას სჯობს თავდადებით ვიშრომოთ იქამდე სანამ ჩვენით არ აღფრთოვანდებიან და თავად არ შეგევეხვეწებიან ექვს ერში თამაშსს.
maxo
14 მარტი 2017 10:34
0
იტალია მუდამ მარცხდება და ჩვეც იგივე ბედი გველის ექვს ერში, აჯობებს იტალია აქეთ გადმოიყვანონ და იქ კი 5 ერი გახდეს. მეექვსე სიმბოლურადაა მიბმული იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა იმ ხუთეულსა და ჩვენს შორის.
gia
14 მარტი 2017 10:10
0
რატომ იყვნენ? ვართ,მოვაღწიეთ!,"ბრტყლად" ვიტყვი არ საწყენად,თქმულ სიტყვას ფასი არც აქვს,ისყორიული ფაქტებითაა მტკიცებული რამდენ სხვათა რეგალიებით შემკობილ და სხვათავე ყურმოჭრილ მონა "ქართველს"?"უღაღადია ჭეშმარიტება"ფუჭად,უვარგის,არარაობა ქართველთა დარად , თუ საქმით არ მტკიცდება,ქართულად აღზრდით ქართველი დედისა მიერ,ქართველთათვის საჭირო "სიმართლისამებრ" ,გამარჯვებულის,ყველა ხერხის გამოყენებით, სულითა უძლევით,სწავლის წყურვილით გონებრივი შეძლებისამებრ ჯიშის შემდგომი ძლიერებით ტანისა სიმძლავრის ფიზიკურად ტვირთვითა "დაუღალავად" ყოველდღიურად გარჯით,"სიყვრულით" გარჯით!ეროვნუკლად, წურწურით ოფლისღვრამდე, ბოლომდე, დაღლილობით დაცემამდე ხარჯვით-არა მარტო ოჯახის სახარად ,"სრულიად" ქართველთათვის ,"შლიერი" ,საერ-თ-ოდ, ქვეყნის შენარჩუნებისთვის.ამის წინებზე ევროფაში ერთ ერთ TV-ზე ანახეს,ჩვენს მიწა წყალზე ტაო კლარჯეთში,ამჟამინდელ თურქეთის "ვილაეთში"-ართვინში, უძველესი ქართული დღესასწაული "ხართა ჭიდილი" აჩვენეს,დედა, სამშობლოში უკვე დავიწყებული,ჩვენივე "უჭკუობისა გამო,ოსმალომ კი მიწაც წაგვართვა და "კარგიც-საჭირო" გადაიღო ქართველთაგან.გაიმარჯვა "თურქეთში მცხოვრებმა" ქართველის სამი წლის"ნიკორა" ხარმა.თავდაუზოგავად ,ხბოს დაბადებისთანავე,გარჯაა ამ ქართველის გამარჯვების საწინდარი,თაფლნარევი წყლით და მოხარშული ცერცვით ხარის კვებით,მის "დასუფთავება-წმენდით"ჰიგიენით სადღეღამისო გარჯით სამიწლის განმავლობაში-სიყვარულით გარჯით.ჩემი შვილივით ვუვლიდიო-გამარჯვების რწმენითო*ასე სთქვა "წიქარას მომვლელმა" ქართველმა!!! ან აი მეორე მაგალითი ქართული სულის უძლეველობისა-ოთხი საუკუნე სრულდება-გადაცილდა, ნახევარ მილიონამე ქართველი "ნახირივით რომ წაასხეს"ფერეიდანში და არა მარტო იქ,უსასტიკესი სრულიად ამოწყვეტის სღვარგადასული ტერორით-რჯულის შეცვლის მცდელობით,"გათათრების ოცნებით" ამ ქართველებისა,მაგრამდ დღემდე ფერეიდანში ისმის აი ია!დაედა ენაზე ,ქართულად!სულია ჩვენი აბა სხვა რაა რომ ვერ გადაგვაშენეს მოვდივართ და მოვდივართ.სამართლის სულის ერთიანობის შეგრძნების ძალაზეა მYნობილი ქართული სული სანამ ვიგულებთ -ვიქართველებთ-ქართული სიმართლისათვის თვალის სწორებით ურთიერთ თანადგომით-ვიქნებით.
I Am Georgian
14 მარტი 2017 09:05
0
ალბათ ესეთი სულის იყვნენ ძველი ქართველები, სხვანაირად აქამდე ვერ მოაღწევდნენ....................
kaxa
14 მარტი 2017 00:30
0
ფული და გული ქართულ სარაგბო კლუბებს, მათი რკენა ევროპასთან, მუდმივად და არა ხანდახანობით და მერე ნახეთ ევრო-ექვსეულისთვის ცხვირში სისხლის დენა
ragbi rugbi
13 მარტი 2017 23:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული