"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
Am cagebit tragebia arunda shevkmnat. Profesionali akedan sasargeblo daskvnas gamoitans .cageba sachiroc aris imisatvis rom scori daskvnebi gamoitano .ase rom yvelaperi cin midis. Axal etapze gadavdivart es rtuli da xangrdzlivi procesia da sagzngasho ak araperia.
giorgi 1975
19 მარტი 2017 21:28
0
სამწუხაროდ ყველამ დავინახეთ რომ 6 ერისთვის ჯერ მზად არ ვართ.ძალიან ბევრი შეცდომები გვქონდა ყველა სათამაშო კომპონენტში საშუალო დონის გინდთან.ესეთი თამაშით იტალიას ვერაფერს დავაკლებთ და შევრცხვებით,მით უმეტეს იტალიამ წლევანდელი 6 ერი (შედარებით)კარგად ჩაატარა,მიუხედავად იმისა რო უქულოდ დარჩა ყველასთან ღირსეულად იბრძოლა.ბევრად მეტი ტესტები გვჭირდება პირველი დონის ქვეყნებთან წინააღმდეგ შემთხვევაში რეგრესი გარდაუვალია!!
333
19 მარტი 2017 21:27
0
ჩემი აზრით იმის გამო რომ ახალი სტილის თამაშის დახვეწას ვცდილობთ, ყველამეტოქესთან გავდივართ ამ ტაქტიკის დასახვეწად და არა უეჭველად მოსაგებად. შესაბამისათ არ ხდება მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეების იმ დონეზე შეფასება როგორც უეჭველი მოგების სურვილის შემთხვევაში მოხდებოდა, მაგალითად როგორც ხდებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. რუმინეთმა დადო ის რაც შეეძლო. ჩვენ არა. დარწმუნებული ვარ უეჭველად მოგების სურვილის შემთხვევაში ამ თამაშს მოვიგებდით +10ით მაინც.
giorgi
19 მარტი 2017 21:18
0
წაგება არაა ტრაგედია - სპორტია. ხან წააგებ , ხან მოიგებ. საქმე ისაა, რომ რუსეთთანაც ცუდად ვითამაშეთ და დღესაც რაღაცა გაუგებრობაში ვიყავით. რუმინეთის გუნდი არ არის ის გუნდი , რომ რომ ასე სამარცხვინოდ გვეთამაშა.
joseph
19 მარტი 2017 21:16
0
რა გჭირთ ტოო? დარწმუნებული ვარ ერთი კვირის წინ ამ ბიჭების სადღეგრძელოს ამბობდით, დღეს კიდევ ლანძღავთ. იქნებ სტადიონზე მისვლაც გადაიფიქროთ მომავალ თამაშზე? თფუ
კახა
19 მარტი 2017 21:10
0
რა ხდება რა ამბავია???? ერთი და იგივე წერთ ამ კომენტარებს ?? განსაკუთრებით შვილზე და ძეზე რომ ბოლოვდება კომენტარების დამწერის ვითომ სახელები// ვფიქრობ ერთი ერის მოძულე ადამიანის ნაწერს უფრო ჰგავს..

ან რა გინდათ რო თქვათ?? რახან წავაგეთ მოჩა თავები დავიხოცოთ? და რაგბის თამაშს თავი დავანებოთ>??? თუ რაშია საქმე??? ვერ მივხვდი ასეთი ცინიზმი და აგრესია საიდან??

გაკრიტიკება ესა თუ ის მორაგბე რატომ დააყენა ამჟამად შესაძლებლია რომ გამოვხატოთ ჩვენი აზრი. მაგრამ ვიღაცეები ან ვიღაცა რომ წერს ძალიან ზედმეტებს უკვე ნერვბს უშლის ყველას
BMW
19 მარტი 2017 21:09
0
зан цудад итамашес меоре ахали форма чвени накрефис да русетис каребис фехбуртши ертида игивеа???ан казанис рубинс...
сосо
19 მარტი 2017 21:04
0
ეგეთი უღიმღამო თამაში არ გვეკადრებოდა. წაგებას კიდე არაუშავდა თამაში იყო გულის ამრევი.
ლევა
19 მარტი 2017 21:00
0
ევროპა მაინც ჩვენ მოვიგეთ, მეორეც მჭედლიძე დისკვალიფიკაციის გამო არ გვაკლია. ინფორმაცია მაინც იქონიეთ სანამ გენიოსობას დაიწყებდეთ. თამაშს რაც შეეხება არც მე მომეწონა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო შეთამაშება გვაკლდა. მეკოსაც ცუდ დროს უმტყუნა მიზანმა. მაინც მიმაჩნია რომ ამ დონეზე შეგვეძლო ექსპერიმენტების ჩატარება
mcodneebs
19 მარტი 2017 21:00
0
სპორტული გადაცემები ბევრი, მსჯელობები ბევრი და ფრთხილი-უაზრო პოლიტ-თოქ-შოუ ცოტა ან სულ არა. ესაა სპორტის წამალი. ვინც ქვეყანა შეჭამა ყველა რუმინეთში სტადიონზე იჯდა........
ირაკლი
19 მარტი 2017 20:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული