ფაქტი, რომელმაც ყველა დააბნია - რატომ გადასცეს თასი "ბორჯღალოსნებს"

AutoSharing Option
რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები "ბორჯღალოსნებთან" მოგების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი გახდა.

- "ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

ამ გამარჯვებით რუმინეთს საქართველოს მსგავსად 19 ქულა გაუხდა და პირველ ადგილზე გადავიდა. "ბოჯღალოსნებს" 18 ქულა ჰქონდათ, თუმცა ბოლო მატჩში ერთი ქულა (სანუგეშო) მოიპოვეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო და ფოტოები, სადაც ტურნირის ორგანიზატორები ტურნირის ჯილდოს "ბორჯღალოსნებს" გადასცემენ, თუმცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებულების თანახმად სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულების შემთხვევაში ურთიერთდაპირისპირების შედეგები ითვლება და არა ბურთების შეფარდება.

აღსანიშნავია, რომ ასევე შეცდა რაგბი ევროპის
ჩემპიონატის ოფიციალური საიტიც, რომელმაც სატურნირო ცხრილში საქართველო პირველ ადგილზე გაიყვანა. 

საბოლოოდ კი საქართველოს ტურნირის ჯილდო ჩამოართვეს და რუმინეთს გადასცეს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
სამწუხაროდ ამ მატჩმა დაგვანახა, რომ ჩვენები რეგრესს განიცდიან, ეგ ფინალის თამაში არ იყო, მეორე ტაიმში საერთოდ ბურთიც დაუმალეს რუმინელებმა.
6 ერზე საუბარიც ზედმეტია ასეთი თამაშით, იციან 6 ერის ბოსებმა რასაც წარმოადგენენ ჩვენი მორაგბეები და უარსაც ობიექტურად ამბობენ.
ჩვენი მორაგბეების მაქსიმეუმი ეგაა რაც ამ მატჩში ვიხილეთ სამწუხაროდ, კარგი არაფერი!
პროგრესი??
20 მარტი 2017 11:05
0
გამომდინარე ჩვენი ბიჭეების ხასითიდან ვეტყვი რომ ეს დამარცხება გულთან ახლოს არ მიიტანოთ, როდესაც გუნდში სელექცია მიდის ესეთი რაღაც ყოველთვის ხდება, მადლობა გმირული თამაშისათვის და თავდადებისთვის, ყოველთვის თქვენს გვერდში დავდგებით შედეგის მიუხედევათ, მთავარია გულით ითამაშოთ:)
გიორგი
20 მარტი 2017 10:49
0
გაუმარჯოს ჩვენს ბიჭებს და წარმატებები ყოველთვის, მაგრამ 6 ერის პრეტენზია როცა გვაქვს ამ ტურნირზე დამაჯერებელი პირველი ადგილი გვჭირდებოდა.
irakli
20 მარტი 2017 10:38
0
არაუშავს, ჩვენ ახალ გუნდს ვაყალიბებთ და ამისათვის მზად უნდა ვყოფილიყავით, ეს არაფერია, მთავარია 2019 წლის მსოფლიო თასი, რაც ატავრია პროგრესი არის რაც ზალიან მიხარია, ჩვენ გაშლილ თამაშვ ვსწავლობთ :)
გიორგი
20 მარტი 2017 09:44
0
რუსების ლელო არაფერ შუაშია, პრემიალურ ქულას 4 და მეტი ლელოს დადებისთვის იღებ, რა სხვაობით მოიგებ ამას არა აქვს მნიშვნელობა. აი როცა 7 ქულაზე ნაკლებით წააგებ, ასევე პრემიალურ ქულას იღებ.
გუგა
20 მარტი 2017 09:31
0
თითქოს ძირითადი შემადგენლობა გვყავდა ,მაგრამ ზამენები გვაკლდა ძირითადის.შერკინებაზე ამან იმოქმედა,ახალგაზრდების გამოცდა კარგია,მაგრამ ფინალის წაგება როცა ბევრი რამ არის სასწორზე, არ შეიძლებოდა.
ლელო
20 მარტი 2017 09:01
0
მაგარი ბიჭები არიან ახალ ტაქტიკას ამუშავებნ და ეს კარგია.ისე საზოგადოებრივი მაუწყებელი მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ტრანსლიაციებს მსაჯი ანიშნებს თუ არა დამთავრებას მაშინვე წყვეტენ ტრანსლიაციას, ეს ხომ უპატივსკემლლობაა ჩვენი და ჩვენი სპორცმენების, განა მაგიტომ ვიხდით ფულს რ
ოჯახის ახლობელი
20 მარტი 2017 08:42
0
იმიტომ ვერ მივააა ვეტასდროს რაგბი ფეხბურთან ახლოს,ვერ გაუგიიათ მოგებულ წაგებული თქვენ დებულებას რა უთხარი.
sokeri
20 მარტი 2017 08:28
0
სამაგიეროთ რუსეთი ითამაშებს მსოფლიო თასსზე
რუსი
20 მარტი 2017 01:00
0
ოსკარივით აგვახიეს :) ეს ხუმრობით და ჩვენი ნაკრებით მე დღესაც ვამაყობ და მწვრთნელიც კარგი გვყავს!
ზვიადი
20 მარტი 2017 00:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული