მსოფლიოს თასი 2019: რომელ კალათაში მოხვდნენ "ბორჯღალოსნები"

AutoSharing Option
ექვსი ერისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატების დასრულების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, თუ როგორ განაწილდებიან 2019 წლის მსოფლიოს თასი მონაწილე ნაკრებები კალათებში.

- რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]
- ექვსი ერი. ბოლო ტური: რეკორდი არ შედგა

I კალათი: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია
II კალათი: შოტლანდია, საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, უელსი
III კალათი: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია

მსოფლიოს თასის პულების წილისყრა 10 მაისს, იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართება.

მსოფლიო რაგბის საიტის მიხედვით, რუმინეთში წაგებამ "ბორჯღალოსნებს" ისტორიაში საუკეთესო შედეგის, მე-11 ადგილის გამეორების
შანსი არ მისცა.

ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ისევ მე-12 ადგილზეა, თუმცა ქულები დააკლდა - 72,92 ქულა.

შეგახსენებთ, რომ დანარჩენი მონაწილეები, რომლებიც საკვალიფიკაციო მატჩების მერე გამოვლინდებიან, მე-4 და მე-5 კალათებში მოთავსდებიან.
მკითხველის კომენტარები / 25 /
გვეღირსა როგორც იქნა იტალიასთAN შეხვედრა,დედა უნდა უტიროთ..მართალია გუშინ წავაგეთ მაგრამ არაუშავს,იმედი მაქვს რომ მსოFლიო თასისთვის უფრო უკეთესი გუნდი გვეყოლება.გაუმარჯოს ჩვენს ნაკრებს.
koba
20 მარტი 2017 18:58
0
Giorgis

ეს მხოლოდ განთესვაა ჯგუფებში განაწილების წინ. არგენტინა, იაპონია და იტალია რადგან ჩვენსავით მესამე კალათაში არიან ჩვენს ჯგუფში ვერ მოხვდენიან. ხოლო ოირველი და მეორე ჯგუფებიდან მხოლოდ თითო გუნდი მოხვდება ჩვენს ჯგუფში.
ქომაგი
20 მარტი 2017 18:58
0
იტალიას ვერანაირად ვერ შევხვდებით ძმაო ერთი კალათის გუნდები ერთმანეთს როგორ შეხვდებიან?
ქართველი
20 მარტი 2017 18:56
0
ა, ბატონო იტალია და მიდი და დაამარცხე.
haha
20 მარტი 2017 18:53
0
მგონი აგვიხდა, რასაც ვნატრობდით: იტალიას შევხვდებით მსოფლიო თასზე და მე თუ მკითხავთ, ადვილ ჯგუფში მოვხვდით, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ
Giorgi
20 მარტი 2017 18:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული