მილტონ ჰეიგი: ახლა ჩვენ გვექნება პატივი, ვუმასპინძლოთ თუნდაც "ოლ ბლექსს"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "მსოფლიო რაგბის" ახალი საერთაშორისო (სანაკრებო) კალენდრის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მსოფლიო რაგბიმ" 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, საქართველოს და მეორე ეშელონის სხვა გუნდებს ბობოლების წინააღმდეგ მეტი ტესტის შესაძლებლობა, ასევე, მათი მასპინძლობის შესაძლებლობა ეძლევა.

- "მსოფლიო რაგბიმ" ახალი კალენდარი დაამტკიცა - რა შეიცვლება საქართველოსთვის
- New Zealand Herald: "ოლ ბლექსი" თბილისში? ეს შეიძლება მოხდეს

"ეს წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეორე ეშელონის ნებისმიერი სარაგბო ქვეყნისთვის.

ახალი
კალენდრის საკითხს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ და ბედნიერი ვარ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნა მიღებული და ის უკვე 2020 წლიდან შევა ძალაში.

ამას საქართველოს და სხვა მეორე ეშელონის ქვეყნების თვალით შევხედოთ - წარმოიდგინეთ, რომ ახლა 16 წლის მორაგბე ხართ და დაფიქრდით, რამხელა პერსპექტივას მოგიტანთ ეს ახალი კალენდარი სულ რაღაც 4 წელიწადში.

მაგრამ ახალი კალენდრის უმთავრესი დადებითი მხარე ისაა, რომ ჩვენ გვექნება პატივი, ვუმასპინძლოთ ისეთ ნაკრებებს, როგორებიცაა შოტლანდია, უელსი, ინგლისი, ირლანდია და თუნდაც "ოლ ბლექსი".

თუ გვინდა, რომ ყოველი შემდგომი მსოფლიოს თასი უფრო კონკურენტუნარიანი იყოს, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო".

ვიდეოინტერვიუ მსოფლიოს რაგბის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
კალათბურთში რა შუაშია? იქ ჩამოყავთ საშუალოზე დაბალი დონის გამთამაშებლები და ეგეთი დონის უკანახაზელები ჩვენც კი გვყავს რაგბში...
musenbezi
22 მარტი 2017 14:05
0
ნატურალიზება პრობლემას არ ჭრის რამდენი წელია კალათბურთში დგას ეს საკითხი თითქმის ყოველ სეზონში ახალ ახალი არის საძებნი და უმეტესობამ არ გაამართლა უნდა გაძლიერდეს საკლუბო დონე
nnn
22 მარტი 2017 12:27
0
ჰეიგმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები თუ საქართველოს ამოეწურა რეზერვების გაუმჯობესების შანსები. ვაცალო ამ ადამიანს 2019 წლის მსოფლიოს ჩატარება. პარალელურად ვიმუშაოდ ახალგაზრდებზე. თორემ ჟერაც თვალწინ მიდგას 20-წლიანები ახალ ზელანდიასთან, პირველ წუთებში რომ ანგარიში გაიხსნა.. ესენი მოტორიანი ვირთხებვით დარბოდნენ და ჩვენები ვერაფერს ვერ აკეთებდნენ. შემდეგში მდგომარეობა გამოსწორდა და გამოჩნდა , სადაა რეზერვები....
ლევანი
22 მარტი 2017 11:51
0
ერთადერთი რაც არ მომეწონა ის იყო, რომ რუმინეთთანაც არ ვითამაშეთ ბოლომდე ახალგაზრდული შემადგენლობით. ეს იყო საჭირო და მნიშვნელოვანი წაგება, და თან ძალიან კარგ დროს. რამდენიმე კომენტარი გამახსენდა ტონგასთან რომ შინ წავაგეთ რა ამბები დააწიეს მაშინაც ჰეიგს (ნუ კომენტარებში) და კი ნახეთ მომდევნო წელს და მერე კიდე ტესტებზე როგორ ვეთამაშეთ. მოკლედ ახლაა დრო ექსპერიმენტების და თუნდაც წაგებების და თუ მაინც დამაინც კრიტიკა მოგენატრათ, ამ ქვეყანაში მაგას რა დალევს, შეეშვით იშვიათ წარმატებულ სპორტს, მწვრთნელს და სპორტსმენებს. და კიდე პირველი კომენტარი 4 წლის წინანდელი კოპი-პეისტია თუ რაშია საქმე - 9 ნომრის ნატურალიზება ისე არ გვჭირდება როგორც შერკინების!
Irakli apkhaidze
22 მარტი 2017 10:39
0
მსოფლიომდე მწვრთნელის გამოცვა არ იქნება გამართლებული ეგ 1. მერე მეორე მელიტონას მაგივრად უკეთესი ვინ მოგყავთ? კი ბატონო მასზე მაგარი მწვრთნელებიც არსებობენ, მარა ჩვენ რა ფულის გადახდაც შეგვიძლია იმ თანხით ვინ მოგყავთ უკეთესი?

და მესამე მელიტონას მანდამაინც არ ვერჩით, მარა ახსნით უნდა ახსნას მარცხის მიზეზები. ესპანეთიდან მოყოლებული ეტყობოდა რო აქეთ მივდიოდით, მარა მაინც შეეცადა ასე ფონს გასვლა.
giga
22 მარტი 2017 09:46
0
მართლა ყველაფერში ასეთი უმადურები ვართ! ჩივაძე გადავაყენეთ ინგლისთან რატომ წააგეო,(ეხლა მოლდოვას ვეღარ ვუგებთ), კაცმა წინასწარ გაიყვანა ნაკრები მსოფლიო თასზე და უკვე ერთი წაგების და რამოდენიმე არც თუ კარგი თამაშის გამო უკვე ხაზი გადავუსევით, არ ყოფილა თურმე მთლად კვალიფიცირებული მწვრთნელი. არ გვეშველება არაფერი.
tttt
21 მარტი 2017 23:36
0
კალათბურტელი თუ გვყავს ნატურალიზებული რა რაგბისტი რატომ არ შეიძლება .შოტლანდია და იაპონია,იტალია და სხვა ბობოლები არ თაკილობენ და ჩვენ რაღა დაგვემართა.
mamulo
21 მარტი 2017 23:16
0
მაღალ დონეზე თუ გვინდა თამაში, 1-2 კუნძულელი უკანახაზელის ნატურალიზება არ გვაწყენდა, თორე ჩვენი უკანახაზი ძალიან სუსტია, როგორც დაცვაში ისე შეტევაში...
musenbezi
21 მარტი 2017 22:01
0
ჰეიგს უნდა ვაცალოთ, შეიძლება დიდი სტრატეგი ვერაა მაგრამ ამ ეტაპზე ახალ სტილში ნაბიჯნაბიჯ და მყარად გადავყავართ რაშიც აჩქარება არ ივარგებს. აი რაგბის ფედერაციისა კი რა მოგახსენოთ. ნიჟარაძე მენატრება. ესენი არაფერს აფუჭებენ მაგრამ არც არაფერს აკეთებენ.
თემო
21 მარტი 2017 20:40
0
მაგალითად შოდლანდიაც გამოდგება, ახალმა მწვრთნელმა როგორ აათამაშა გუნდი მოკლე დროში, ჩვენთან შეხვედრისასაც კარგად გამოჩნდა
ალეკსანდრე
21 მარტი 2017 20:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული