"მსოფლიო რაგბიმ" ახალი კალენდარი დაამტკიცა - რა შეიცვლება საქართველოსთვის
"მსოფლიო რაგბის ახალი შეთანხმების წყალობით, "ოლ ბლექსი" და საქართველოს ნაკრები ერთმანეთში უფრო ხშირად ითამაშებენ, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.
ახალი კალენდარი მეორე დონის ქვეყნებს ივლისსა და ნოემბერში მეტი მატჩის საშუალებას აძლევს ტოპ-ნაკრებების წინააღმდეგ. SANZAAR-ის ქვეყნები დათანხმდნენ, ივლისში უმასპინძლონ მეორე დონის ქვეყნებს.
ახალზელანდიური რაგბის ბოსმა სტივ თიუმ რადიოინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ
"რა თქმა უნდა, ჯერ საკმაოდ ადრეა იქამდე და კონკრეტული ადგილები არ შერჩეულა, თუმცა ფაქტია, რომ ბევრმა ერმა მოუმატა, თუნდაც ახლახან გერმანიის გამარჯვება რუმინეთზე საკვალიფიკაციო მატჩში რად ღირს. მსოფლიო რაგბიში ცვლილებები ხდება", - განაცხადა თიუმ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები უკვე სამჯერ ეწვია იტალიას, ხოლო საქართველოს, რომელიც იტალიაზე წინ არის რეიტინგში - არასოდეს", - წერს გამოცემა.
ჩვენი მხრიდან შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ახალი ზელანდიის გუნდს. ეს 2015 წლის მსოფლიოს თასზე მოხდა - კარდიფში ჩვენს გუნდს ურიგოდ არ უთამაშია და მხოლოდ 10:43 დათმო.