"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"

AutoSharing Option
"მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს პირველი დონის გუნდებთან თამაშების რაოდენობა გაეზრდებათ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი სამუშაო პროცესი, რომელშიც "მსოფლიო რაგბისთან" ერთად მეორე დონის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. საქართველოს ინტერესებს საქართველოს რაგბის კავშირი და მისი წარმომადგენელი "რაგბი ევროპასა" და "მსოფლიო რაგბიში" გიორგი ნიჟარაძე იცავდნენ.

"მინდა ყველას მივულოცო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. 2020 წლიდან პირველი დონის გუნდებთან უფრო მეტი თამაშის ჩატარების და მათი თბილისში ხილვის საშუალება გვექნება. სიახლე არ ეხება მხოლოდ საქართველოს და ამ სიკეთით მეორე დონის
ყველა ნაკრები ისარგებლებს.

ამ ეტაპზე მოხდა შეთანხმება პრინციპზე და უშუალოდ რომელი გუნდი როდის გვეწვევა, ეს იაპონიის მსოფლიო თასის მსვლელობისას გაირკვევა.

შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ქვეყნების ნაკრებები, - უთხრა საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურს გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც პირადად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. - საკითხზე აქტიურად მუშაობდა მთელი რაგბის კავშირი და მათ შორის, მეც, როგორც სრკ-ის წარმომადგენელი "მსოფლიო რაგბიში".

საქართველოში სტუმრობისას მარკ იგანი სრკ-ის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს შეხვდა, სადაც საქართველოს პოზიცია საბოლოოდ დაფიქსირდა, რის შემდეგაც იყო კიდევ ერთი შეხვედრა და "მსოფლიო რაგბიმ" საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გაახმაურა".

ცნობილია, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩების ჩატარების პერიოდმა ივნისიდან ივლისში გადაიწია და სწორედ ზაფხულში ეწვევიან ჩვენს ქვეყანას ექვსი ერის წარმომადგენლები. ამავე პერიოდში "ბორჯღალოსნებს" ექნებათ ტურნე ოკეანეთში, სამხრეთ ნახევარსფეროში ან ამერიკაში.

"ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და როგორც საქართველოში, ასევე რუმინეთში, ექვსი ერის წარმომადგენლები ყოველ წელს აუცილებლად ჩამოვლენ. გარდა ამისა, ივლისში გვექნება ტურნეები ოკეანეთსა და ამერიკის კონტინენტზე, ასევე, სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც შესაძლოა, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის ნაკრებებს ვეთამაშოთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
გია, ძალიან დააკლდა შენი თავკავობა ქართულ რაგბს!
კოსტა
25 მარტი 2017 23:19
0
მშვენიერი სარაგბო მომავალი გვესახება.
რეზო
24 მარტი 2017 13:03
0
ეს არის შანსი, რომ 2020-დან ნელ-ნელა დავიწყოთ უკვე 6-ერის გუნდებთან გამარჯვებები (რა თქმა უნდა ჯერ ჩვენს მოედანზე). თავიდან ალბათ ამის შანსი ისევდაისევ იტალიასთან და შოტლანდიასთან თუ გვექნება. მაგასაც ალბათ გარკვეული პერიოდი დაჭირდება, რომ თუნდაც მაგათ მოვუგოთ თითო-ოროლა თამაში. მაგრამ სანამ მათთან მოგებას არ მოვუხშირებთ და მეტ-ნაკლებად ხშირ სახეს არ მივცემთ, მანამდე 6-ერზე ლაპარაკიც არ იქნება. მე იმას არ ვამბობ, პრესაში რომ რაღაცას ჯღაპნიან, არამედ 6-ერის ორგანიზატორების მხრიდან ამ თემის რეალურ განხილვას ვგულისხმობ.
ლევანი
24 მარტი 2017 10:22
0
რუმინეთი რომ უგებდა საფრანგეთს და უელს მაშIნ არ მიიღეს რუმინეთI და ვინ ვართ ქართველები რომ მიგვიღOნ ექვს ერშI.
giorgi
24 მარტი 2017 02:25
0
ბიჭO რავა ჭIრვეული ბავშვებივით იქცევით თავისას რომ იმეორებს სულ. არ გიღებთ ექვს ერში ზელანდიაც რომ დაამარცხოთO რა ვერ გაიგეთ? იაპონია ამერიკა კანადა ვერ კეთდება გეოგრაფიის გამო და ეს არის საუკეთესო გამოსავალი. იშრომა ამ ხალხმა და მიაღწია ამ შედეგს. შIდა ჩემპიონატის მაღალ დონეზე აყვანისა და ერთI გუნდის რომელიმე ძLიერ ჩემპიონატში ჩართვის გარდა არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს.
giorgi
24 მარტი 2017 02:23
0
რა უბედურება გვჭირს: პოლიტიკაში სპორტსი ხელოვნებაში სულ ერთი და იგივე ხალხი. 2020ში ამ ბიჭების უმეტესობას კარიერა დასრულებული ექნება და გვეყოლება ესეთი თაობა!?
ვერ დაველოდებითო დარაღაც ალტერნატივა მოეფიქრებინათ ჩვენ კანადა ფიჯი იაპონია სამოა აშშ კარგი ტურნირი გამოვიდოდა დააფინანსოს მოვიწვიოთ თბილისშიწელიწადში ერთხელ გავხადოთ ტრადიციული აბა ესენი სკამებს არიან ჩაფრენილები ტვინის ჰარყევა არ უნდათ...
კახა
23 მარტი 2017 17:34
0
ეს რას ნიშნავს? მშვიდობით ექვსო ერო 2032 წლამდე?!
23 მარტი 2017 15:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული