"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო ექვსი ერის ორგანიზაციას მოუწოდებს, კარი გახსნას და საქართველოსა და სხვა მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს შანსი მისცეს.

არგენტინის ნაკრების ყოფილ კაპიტანს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიმღებები უნდა დაფიქრდნენ და რაგბის წინსვლის სასარგებლოდ იმოქმედონ. აი, რა განუცხადა პიშომ Daily Mail-ს:

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი ნათქვამი ნერვებს ბევრს მოუშლის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვურჩევდი ექვსი ერის მესვეურებს, მისცენ სხვა ქვეყნებსაც შანსი. სტატუს-კვო არ უნდა შენარჩუნდეს, წლებია უკვე ასე გრძელდება.

ახლა ჩვენ უკვე მეტი ტ
ესტი გვაქვს II დონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ძალიან კარგი იქნება, თუკი ექვს ერში გავარდნის სისტემას შემოიღებენ. თუკი ჩვენ ამ სტატუს-კვოს რამეს არ მოვუხერხებთ, რაგბი ვერ განვითარდება და ის ანგლო-საქსონურ გზას დაადგება.

პირადად ჯონ ფიენს ვურჩევ, ეწვიოს საქართველოს! კარგად დაფიქრდნენ, ბილ ბიმონტიც დამიჭერდა მხარს. შესაძლოა, სამ წელიწადში ამ თანამდებობაზე არც ვიყო, მაგრამ ბრძოლას მაინც გავაგრძელებ", - განაცხადა პიშომ.

"მე არ ვიცი, როგორ შეიქმნეს მათ თავიანთი სამყარო, რომელიც მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან კავშირში არაა, მაგრამ ძალზე არასამართლიანია, როცა მხოლოდ 6 ერი და სამხრეთის 4 ერი ითვლება სარაგბო სამყაროდ, ეს არ არის სწორი.

რაგბისთვის საუკეთესო იქნება, თუკი საქართველოს დარი ქვეყნები შანსს მიიღებენ, მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია კი მხარს დაუჭერს მათ. ექვსი ერი ძალიან კონსერვატიული ორგანიზაციაა.

ჩვენ, არგენტინელებსაც მსგავსი ისტორია გვქონდა. ელიტის ერებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი ვალია სპორტის სახეობის განვითარება", - თქვა არგენტინელმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
პირველ ტაიმს ვაგებთ 22-3.დაცვაში ძალიან მოვიკოჭლებთ,წინა თამაშშიც გამოჩნდა,რომ ხაზს ადვილად ვაჭრევინებთ და აქაც უარესი სურათია,ბოჭვებს ბევრს ვაფუჭებთ და მერე მეტოქის შეჩერება არ თქმა უნდა ძალიან ძნელია.შერკინებაში თავიდან ძალიან გვაჯობეს,მაგრამ მერე ჩვენს შერკინებას მაინც ვიღებთ.ისე იმედი მქონდა,შერკინებაში დავაჭარბებთ მეთქი,მაგრამ არგამართლდა იმედიკონტაქტებში კი ბიჭებს რამდენჯერმე დაუვარდათ ბურთი .ერთი სიტყვით კლასში სხვაობა იგრძნობა და ვნახოთ რა იქნება მეორე ტაიმში.
ნამდვილი სოსო
15 აპრილი 2017 20:47
0
რა იყო სოსო, ნაცი ხარ ასე რომ გშურს ქართული რაგბის წარმატების და განვითარების ? გენიოოს შენ არ გევხარ- შენი სიტყვებიდან გამომდინარე - გეტყვი - შენ მართლა არაფრი გეშველება და გესაქმება რაგბში
კახა
15 აპრილი 2017 19:40
0
Gaketdes pranchizi xalxo sadac gvepatijebian ik mainc mividet,.ze rugby, aucilebelia cventvis.ikneba 6 eric.manamde vitamashot zerugby.iaponelebivit ra ver moxerxda kaco gamagebinet ra utavbolobagvcirs kartvelebs raa
Jei
15 აპრილი 2017 15:00
0
სოსო ხედავ რა პოსტებია ჩვენს სახელზე?არადა დათოს სრულიად ვეთანხმები,შენს გამო კი ვიღაცა იდიოტსაც მეძახის,რაღაც განსხვავებული დაუმატე შენს სახელს,თუ არადა ჩავთვლი,რომ ტროლი ხარ.
სოსო სოსოს
15 აპრილი 2017 10:38
0
ჯიგარი ხარ, პიშო! თან - რომც არ ვიყო სამ წელიწადში ვიცეპრეზიდენტი - მაინც არ მგეშვებითო :)))
დათო
15 აპრილი 2017 09:41
0
სოსო - სირცხვილია ასეთი კომენტარების გაკეთება და არა ამაზე მსჯელობა. არც არასდროს "დაგვესაქმება" არაფერი, თუ არ გვექნება პირველი დონის გუნდებთან თამაშის და ზრდის საშუალება. ადექით დ ექვს ერში დასვითო - არც ეს პატიოსანი კაცი იძახის, შანსი მიეცითო. გვათამაშონ იტალიასთან (ან ვინც იქნება ბოლო ადგილოსანი, თუ უტოპიაში გადავალთ) ჩვენ, ან ვინც იქნება გამარჯვებული იმ წლის ერთა თასზე (ნაკლებუტოპიური) და ვნახოთ, შანსი გვექნება, ვფიქრობ. და თუ იტალიისთვის არაა სირცხვილი ტურნირში ყველა თამაშის წაგება - მარტო ჩვენ ვართ ესეთი ნამუსიანები? იტალია არ პროგრესირებს, ჩვენ ძალიან სერიოზული პროგრესი განვიცადეთ ბოლო წლებში და თუ არ მოგვეცა ასპარეზი - დავიწყებთ რეგრესს. პირველ 2-3 წელიწადში ბევრად ვერ, მაგრა შემდეგ გაცილებით უფრო მაგრა ვეთამაშებით, ვიდრე დღევანდელი იტალია.
დათო
15 აპრილი 2017 09:38
0
სოსო,კარგი რაა,გეყოფა ჩემი სახელით წერა,რაღაც განმასხვავებელი დაურთე,როცა პოსტავ ,თორემ ჩემთვის სრულიად მიუღებელს ამბობ ხშირად და მერე შეიძლება შენს გამო ვიღაცამ გულიანადაც შემაგინოს.ჩვენი წინსვლის წამალი სწორედ 6 ერში შესვლაა,მანამდე კი საკლუბო დონეზე ევროტურნირებში მონაწილეობა.გაიგე ძმაო,თუ ძლიერს არ შეხვდი,ვერ გაძლიერდები.
სოსო სოსოს
15 აპრილი 2017 03:12
0
არაფელი ესაქმებაო საქართველოს, რომ სწერთ გიფიქრიათ? ესაქმება ფეხბურთში გერმანიასთან და ესპანეთთან გიბრალტარს ან სან-მარინოს, მაგრამ ფეხბურთი ამ საყოველთავო წვდომის გზით წავიდა და დღეს მსოფლიოს №1 სპორტია, უზარმაზარი სახსრებით, ხოლო ექვსი ერის რაგბის მოთავენი ჯერაც რაღაც სპორტული სექტის ფორმას ინარჩუნებენ
დავითი
15 აპრილი 2017 02:54
0
იდიოტი ხარ! ეხლა არ იკითხო რატომო!!!
სოსოs
15 აპრილი 2017 01:45
0
Arafeli jandabas mtvaria arafer ar gvesaqmebodes
soso
15 აპრილი 2017 01:42
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული