არგენტინის ნაკრების ყოფილ კაპიტანს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიმღებები უნდა დაფიქრდნენ და რაგბის წინსვლის სასარგებლოდ იმოქმედონ. აი, რა განუცხადა პიშომ Daily Mail-ს:
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი ნათქვამი ნერვებს ბევრს მოუშლის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვურჩევდი ექვსი ერის მესვეურებს, მისცენ სხვა ქვეყნებსაც შანსი. სტატუს-კვო არ უნდა შენარჩუნდეს, წლებია უკვე ასე გრძელდება.
ახლა ჩვენ უკვე მეტი ტ
პირადად ჯონ ფიენს ვურჩევ, ეწვიოს საქართველოს! კარგად დაფიქრდნენ, ბილ ბიმონტიც დამიჭერდა მხარს. შესაძლოა, სამ წელიწადში ამ თანამდებობაზე არც ვიყო, მაგრამ ბრძოლას მაინც გავაგრძელებ", - განაცხადა პიშომ.
"მე არ ვიცი, როგორ შეიქმნეს მათ თავიანთი სამყარო, რომელიც მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან კავშირში არაა, მაგრამ ძალზე არასამართლიანია, როცა მხოლოდ 6 ერი და სამხრეთის 4 ერი ითვლება სარაგბო სამყაროდ, ეს არ არის სწორი.
რაგბისთვის საუკეთესო იქნება, თუკი საქართველოს დარი ქვეყნები შანსს მიიღებენ, მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია კი მხარს დაუჭერს მათ. ექვსი ერი ძალიან კონსერვატიული ორგანიზაციაა.
ჩვენ, არგენტინელებსაც მსგავსი ისტორია გვქონდა. ელიტის ერებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი ვალია სპორტის სახეობის განვითარება", - თქვა არგენტინელმა.