მადლობა, კაპიტანო! - გურამ კაშია მამუკა გორგოძის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, რომელიც ჩვენი საიტის მკითხველებმა ახლახან აპრილის თვის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს, სოციალურ ქსელში მამუკა გორგოძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა:

- მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებიდან მიდის

"მინდა, ქართული რაგბის ცოცხალ ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მადლობა გადავუხადო, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული თითოეული მატჩისთვის. მან შექმნა ეპოქა, რომელიც სამაგალითოა ნებისმიერი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის. მისი გადაწყვეტილება იმსახურებს პატივისცემასა და დაფასებას. მადლობა, კაპიტანო"! - წერს კაშია. 
მკითხველის კომენტარები / 8 /
ისეთი ახალგაზრდა არავინაა აფრასიძემ რო გზა დაუთმოს? თუ სანამ არ გამოჩნდება მაგაზე ახალგაზრდა აბეზალოვკაზე Uნდა ითამაშოს??
ეუჰ
00:54 22-06-2017
0
მადლობა მამუკას ყველაფრისთვის. დიდი ადამიანი და სპორცმენი
ლევანი
13:43 06-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული