გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის უფროსმა მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გია ნიჟარაძემ Sportall.ge-სთან იაპონიის ქალაქ კიოტოში რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა შეაფასა.

- "ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია

ნიჟარაძე იაპონიაშია და კენჭისყრასაც დაესწრო.

"შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა. უელსი, ავსტრალია შეგვხვდნენ და ალბათ, ის ორი გუნდი ფიჯი და კანადა იქნება. ეს ჯგუფი ჩვენი ამოცანების განხორციელებას გაგვირთულებს.

თუმცა, თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ისეთ გუნდებს, როგორიც ფიჯია, უნდა ვუგებდეთ. წინ ორი წელია
და ნაკრები ამ მატჩებისთვის სათანადოდ მოემზადება. გვექნება ტესტ-მატჩებიც. ვეთამაშებით უელსს და მეტოქეს თამაშის დროს უკეთ გავიცნობთ.

მთავარ ამოცანად ისევ მინიმუმ ორი მოგება რჩება", - გვითხრა ნიჟარაძემ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ადვილი ჯგუფი რატომ არ მიგვანიშნა?! :)
დარასელიას თასზე კი არ თამაშობს ადვილი ჟგუფები რომ არსებობდნენ
vova
10 მაისი 2017 17:02
0
მისაღები ჯგუფი რომელი იქნებოდა??? რუმინეთი და ნამიბია??? მე პირადად ყელში ამომივიდა მაგათთან თამაშებზე ნერვების წყვეტა, რა გვინდა ვეღარ გავიგე! ერთის მხრივ რომ 6 ერში მიგვიღონ და მეორე მხრივ მსოფლიოზე განაღდებული მოგებები გვქონდეს შედარებით სუსტებთან??? სისულელეა ესეთი მოლოდინების და გეგმების დასახვა!მაგრად ინდომებენ ყველა ასაკობრივში ბიჭები და შედეგებიც მოვა, ოღინდ არა ჩვენზე სუსტებთან თამაშით!!! მაგარი ჯგუფია და ორი მაგარი ჯახი გვექნება, პლიუს უელსთან და ავსტრალიასთან ღირსეულად უნდა ვითამაშოთ!
პაატა
10 მაისი 2017 16:29
0
მე ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო გუნდები გვყავს. ჩვენი ამბიციების გუნდს თუ რამე შეუძლია, ფიჯისთან და კანადასთან უნდა დავამტკიცოთ. უელსამდე და ავსტრალიამდე ჯერ საკმაოდ შორია. დანარჩენებთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს, ერთიც დაგვიმარცხებია და მეორეც.
ggg
10 მაისი 2017 15:49
0
ობიექტურები თუ ვიქნებით ფიჯისთან უსჰანსოდ ვართ, კანადასთან კიდევ 50/50 ზეა. ასე რომ მე-4 ადგილი კარგი შედეგი იქნება. ფიჯი ყველაზე ზლიერი იყო მეოტხე კალატიდან
gio
10 მაისი 2017 15:20
0
ფიჯი და კანადა უნდა დავიკიდოთ და უელსს შევასკდეთ! 6-ერის კარი მარტო მაგათი დამარცხებით გაგევხსნება. ნუ, ყველას უნდა ვეომოთ, მაგრამ ძირითადი ძალა მაინც უელსზე უნდა დავხარჯოთ, თუ პრიორიტეტის არჩევაა ასეა საჭირო.
ქუთაისელი
10 მაისი 2017 15:01
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული